დეპარტამენტები

სამედიცინო სერვისი

მოძებნე ექიმი

დაჯავშნე ვიზიტი

STOP TB სტრატეგია

საქართველოში მოქმედი ტუბერკულოზის კონტროლის სისტემა ეფუძნება ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო STOP TB სტრატეგიას. STOP TB სტრატეგიის არსი მდგომარეობს ტუბერკულოზზე სრულყოფილი კონტროლის სისტემის შექმნაში, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებაში სიკვდილობის, ავადობის, დაავადების გავრცელების შემცირებასა და ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის განვითარების პრევენციას.  ეს ხორციელდება ტუბერკულოზის შემთხვევათა გამოვლენის, დიაგნოზირების, მკურნალობის, პრევენციისა და ეპიდზედამხედველობის სტანდარტული ღონისძიებების მეშვეობით. სტრატეგიის ქვაკუთხედია მისი წარმოშობის საფუძველი – DOT ანუ მოკლევადიანი ქიმითერაპია უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, DOTs და რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევაში DOTs პლუს სტრატეგია, გამართლებულია და ეფექტური სამედიცინო და ეკონომიკური თვალსაზრისით, რის გამოც იგი მსოფლიოს ასობით ქვეყანაში საფუძვლად დაედო ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამებს.    

DOTs პლუს სტრატეგია

ტური პაციენტებისათვის

დაგეგმე შენი ვიზიტი კლინიკაში

სამედიცინო დეპარტამენტები

ჩვენი კლინიკის სტრუქტურა

ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი

ზაზა ავალიანი

ტუბერკულოზის მართვის კოორდინატორი

მაია ყიფიანი

სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელი

ნინო ლომთაძე

MODERN EQUIPMENT

ახალ სტრატეგიაზე დაფუძნებული ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა  საქართველოში 1995 წლიდან ამოქმედდა, რის შემდეგაც გამუდმებით ვითარდება, იხვეწება და ფართოვდება ტუბერკულოზის კონტროლის სრულყოფილი სისტემის შექმნის მიზნით. ამჟამად ქვეყანაში ტუბერკულოზთან ბრძოლის სტრატეგია განსაზღვრულია და ხორციელდება ხუთწლიანი (2007-2011წწ) ტუბსაწინაღმდეგო სახელმწიფო პროგრამის მიხედვით.

ჩვენი სერვისები

მულტიპროფილური მომსახურება

ფილტვის ტუბერკულოზის პირველი თერაპიული განყოფილება

განყოფილების უფროსი შორენა საბანაძე

ფილტვის ტუბერკულოზის მეორე თერაპიული განყოფილება

განყოფილების უფროსი მარინა ჯანელიძე

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის განყოფილება

განყოფილების უფროსი ქეთევან ბარბაქაძე

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს 2014 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს პროფესორი ზაზა ავალიანი

სამუშაო საათები

ორშაბათი 10:00-17:00
სამშაბათი 10:00-17:00
ოთხშაბათი 10:00-17:00
ხუთშაბათი 10:00 - 17:00
პარასკევი 10:00-17:00
შაბათი დასვენება
კვირა დასვენება

ცხელი ხაზი

ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი:
+995 32 291 19 26

გაქვს დამატებითი კითხვები?

მაშინ დაკვიკავშირდი - +995 32 291 19 26