ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო), საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდისა და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის დახმარებით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა კონფერენცია ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 2016-2020 ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების შესახებ.
 
2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება(10მლნ-ზე მეტი დაავადებული მსოფლიოში, მათ შორის 1 მილიონი ბავშვი, 0,5 მლნ-ზე მეტი რეზისტენტული ფორმით დაავადებული, 2მლნ-მდე გარდაცვლილი ყოველწლიურად) მსოფლიო ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამიზნეს წარმოადგენს. ჯანმო-მ მიზნად დასახა 2035 წლამდე სიკვდილობის 95%-იანი და ტუბერკულოზის ინციდენობის 90%-იანი შემცირება, რომელიც მიღწეული უნდა იქნას პაციენტზე ორიენტირებული ზედამხედველობისა და პრევენციის ისეთი ძირითადი სტრატეგიული მიდგომების დანერგვით, როგორიცაა: გაბედული პოლიტიკური და დამხმარე სისტემების შემდგომი განვითარება,
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა ეროვნული ცენტრის და ქართველი ფთიზოი-პულმონოლოგების უდიდესი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყანა 2016 წლიდან ამოღებულია მულტირეზისტენტული (წამალგამძლე) ტუბერკულოზის ე.წ. მძიმე ტვირთის მქონე ქვეყნების სიიდან და მოკლე ხანში იქცა საერთაშორისო მაგალითად ტუბერკულოზის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის პროგრესის კუთხით. თუმცა რეზისტენტული ტუბერკულოზის საფრთხე ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება და შემდგომ აქტიურ ქმედებებს მოითხოვს.
 
კონფერენციაზე ქართველ კოლეგებთან ერთად, მოწვეული გახლავთ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-მდე ქვეყნის 150 დელეგატი. მომხსენებელთა შორის არის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე მნიშვნელოვანი დონორი და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუციებიდან.