იმაში დასარწმუნებლად, რომ საყოველთაო შეშფოთების საგანზე სამეცნიერო მკვლევარების პასუხი გაზიარებულ იქნას რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად, Union ნაჩქარევად ადასტურებს სტატიებს საერთაშორისო ჟურნალში ტუბერკულოზისა და ფილრვის დაავადებების შესახებ ( IJTLD)და გამოაქვეყნებს მათ მთლიანად ჩვენს ვებსაიტზე, ვიდრე ჟურნალის ბეჭდური ვერსიის გამოსვლამდე.

წინამდებარე სტატია დამტკიცებულ იქნა 2020 წლის 13 მარტს და დადასტურებულ იქნა გამოსაქვეყნებლად 14 მარტს.

 

ავტორები:მ.დარა, სოტგუ, რეიხლერი, ჩაიანგი, ჩიი, მიგლიორი.

 

2019 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა პირველად იქნა ცნობილი ინფეციის შემთხვევის შესახებ სახელად კორონავირუსი (SARS-CoV-2) უჰანში (ჩინეთი), 120, 000 ადამიანზე მეტი (100-ზე მეტ ქვეყანაში) აღირიცხა როგორც დაავადების (COVID-19)მქონე და აქედან 4,000 გარდაცვლილია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა COVID-19 როგორც პანდემია 2020 წლის 11 მარტს. ქვეყნებში, სადაც მაღალია მაჩვენებელი როგორც დაავადების იმპორტის, ისე შიგა ტრანსმისიის, მთავრობებმა და საზოგადოებებმა გააკეთეს  მობილიზაცია დამატებით SARS-CoV-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით  და   COVID-19-ის გავლენის შემცირებისა პოპულაციებზე, ჯანდაცვის სისტემებზე, ეროვნულ და გლობალურ ეკონომიკაზე.  ამასთან, COVID-19 მოსალოდნელია მეტი გავლენა მოახდინოს პოპულაციის მოწყვლად ჯგუფებზე (მოზარდები, საპატიმროში მყოფები, იმუნოკომპრომისული ინდივიდები, როგორიცაა HIV ის მქონე ადამიანები) და ასევე, ისეთი დაავადების მატარებლებზე, როგორიცაა ტუბერკულოზი.

 

COVID-19-ისაგან კონტრასტული სხვაობაა ის, რომ ტუბერკულოზი უძველესი ინფექციაა, რომელიც ზეგავლენას ახდენს კაცობრიობაზე უკვე 7000 წელია და დეკლარირებულ იქნა ჯანდაცვის  გლობალურ პრობლემად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 1993 წელს. 10 მლნ ადამიანს მიაყენა ზიანი ტუბერკულოზმა, აქედან 1.2 მლნ-ზე მეტი წლიური გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება. ორივე_ტუბერკულოზის მიკობაქტერიაც და SARS-CoV-2_უტევს ადამიანის ფილტვებს და ებრძვის იმუნიტეტს. თუმცა ორივე ბილოგიური აგენტი ტრანსმისირებს ახლო კონტაქტის გზით, საინკუბაციო პერიოდი ტუბერკულოზის დაავადების შემთხვევაში უფრო გრძელია, რადგან იგი განვითარებას იწყებს უფრო ნელა. ტუბერკულოზის მიკობაქტერია დაავადებული ადამიანის მიერ აეროგენული გზით გაგადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. აქტიური დაავადების მქონე პაციენტი სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა იყოს ინფექციის წყარო  რამოდენიმე თვიდან თითქმის წლის განმავლობაში, ვიდრე ეფექტური მკურნალობის პროცესი არ დაიწყება. SARS-CoV-ს საინკუბაიციო პერიოდი აქვს რამოდენიმე დღე და გადაეცემა როგორც ჰაერწვეთოვანი, ასევე საყოფაცხოვრებო საგნების გზით, როგორც კვლევბი აჩვენებს, აეროზოლსაც აქვს ამ შემთხვევაში თავისი როლი. ორივე დაავადება შეიძლება განვითარდეს  მსუბუქი ან მძიმე ფორმით, მათ შორის, ისეთი სიმპტომების ჩათვლით, როგორიცაა ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძნელება.

 

COVID-19-სა და ტბ-ს კომპლიმენტარულმა საპასუხო რეაქციებმა შეიძლება დახმარება გაუწიოს ეპიდემიის შემცირებას სიცოცხლის გადასარჩენად. ორივე დაავადებისას შესაძლოა გამოყენებულ იქნას მიღწეული შესაძლებლობები სადამკვირვებლო და მონიტორინგის სისტემების კუთხით,   ძლიერი პროგრამული უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის ჩათვლით,  რამაც განვითარება ჰპოვა მრავალი წლის განმავლობაში ეროვნული ავტორიტეტული ინსტიტუციებისა და დონორების როგორიცაა: გლობალური ფონდი, იუესეიდი  და ა.შ. დახმარების სედეგად. ტბ დარგში დაინერგა წარმატებით გამოიყენება უახლესი სადიაგნოსტიკო საშუალებები, როგორებიცაა  ჯინექსპერტი და გულმკერდის რენტგენოგრაფია. თუმცა, ქვეყნებში სადაც ლოკალური ტრანსმისია ხდება, მსგავსად ტუბერკულოზისა-სა, შემთხვევების აღმოჩენის სტრატეგია მოდიფიცირებულია ატიური მიდგომისაგან, რაც მოიცავს  პაციენტების ტესტირებას, ვისაც აქვს ისეთი ტიპის პნევმონია, რომელიც არ პასუხობს ანტიბიოტიკოთერაპიას  და ასევე სიმპტომურ პაციენტებსა და მათ ახლო კონტაქტებს.

 

ტუბერკულოზზე საპასუხო რეაგირების მრავალი პრაქტიკა, როგორიცაა კო,პექსური კვლევები ჯანდაცვის დაწესებულებებში, ხველების ეტიკეტირება, საზოგადებაში კონტაქტის კვლევა, სამედიცინო ცენტრებსა და საზოგადოებაში ინფექციების კონტროლი იზოლაციის ჩათვლით, სასარგებლო იქნება ასევე  COVID-19 -ის შემთხვევაშიც.  ამ სქემაში მოიაზრება საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, რაც მოხალისე საზოგადოების წევრების ჩართულობით  შესაძლოა გააქტიურდეს COVID-19 -ის პრევენციის და ადრეული შეტყობინებების გაზრდის მიზნით.

 

მიუხედასვად იმისა, რომ საკარანტინე საკითხი, სოციალური დისტანცირება და იზოლაცია ვირუსის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზომებია, არასწორად ინფორმირებულობის შედეგად ეს შეიძლება არ იყოს ეფექტური და გამოიწვიოს სტიგმა და დისკრიმინაცია ორივე დაავადებისას, რაც არ არის ეთიკური.

 

ორივე შემთხვევაში ჯანდაცვის მუშაკები უნდა იყვნენ კარგად მომზადებული და სათანადოდ აღჭურვილი, რომ შეძლონ სათანადოდ იზრუნონ პაციენტებზე.

 

ადამიანზე ორიენტირებული მოვლა, მათ შორის, მძიმე დაავადების მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, საზოგადოების ჩართულობა, ვიდეომეთვალყურეობით პაციენტების მომსახურეობა ან სახლის პირობებში მოვლის საშუალებები_არის ინტერვენცია, და ამ ჩამონათვალის გაფართოება ან ადაპტირება უნდა მოხდეს COVID-19 -ის დროს.

დამატებით, ორივე დაავადება  შესაძლოა გახდეს ბენეფიტი შემდგომი კვლევების დროს ვაქცინისა და ახალი მედიკამენტების აღმოჩენისას.

 

COVID-19 , ისევე როგორც როგორც ტუბერკულოზი, შეგვახსენებს ჯანმრთელობის პრიორიტეტულობის მნიშვნელობის, და ამაში ფინანსური და ადამიანური რესურსების სწორად გამოყენების შესახებ დაუცველი და მიზანმიმართული საჭიროების მქონე მოწყვლადი პოპულაციების გათვალისწინებით. ტუბერკულოზის მსოფლიო დღე (24 მარტი) არის უნიკალური შესაძლებლობა, გავერთიანდეთ, ვაწარმოოთ კამპანია და რესურსები მოვაბილიზოთ ჯანმრთელობის ყოველგვარი საფრთხის წინააღმდეგ – ახალი იქნება ის, თუ ძველი.