2018 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს დირექტორი,ტუბერკულოზის პროგრამის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორი, ადიგენის საკრებულოს დეპუტატი, ჯანდაცვის გამორჩეული ორგანიზატორი, დიდებული ექიმი და პიროვნება,თავის ქვეყანასა და ხალხზე უზომოდ შეყვარებული დიდი კაცი – ტარიელ ენდელაძე. ადამიანი,რომლისთვისაც სიკეთის ქმნა იყო ცხოვრების ერთადერთი და მთავარი მიზანი. სწორედ მისი უშუალო თავდადებისა და რუდუნების მეოხობით მოხერხდა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო კერის – აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს თავის დროზე შენარჩუნება და შემდგომში აღორძინება. ვუსამძიმრებთ მის  ლამაზ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს,თანამშრომლებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!

 

პანაშვიდი განსვენებულის ბინაზე 18 და 19 სექტემბერს: მისამართი: თბილისი, ჭიათურის ქუჩა # 4/6 შესასვლელი თაღის გავლით ხილიანის /ჩიქოვანის/ ქუჩიდან.გამოსვენება 20 სექტემბერს 14 საათზე საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების სახელობის ტაძრიდან.