2019 წლის 5-7 ივნისს ტუბერკულოზის სფეროში სამეცნიერო უნარჩვევების განვითარების სასწავლო პროგრამის კონფერენცია ლოპოტაზე ჩატარდა. EGTB-RTP გამოხატავს პარტნიორობას ატლანტის ემორის უნივერსიტეტსა (აშშ) და თბილისის ქართულ ინსტიტუტებს შორის, რომელთა შორისაა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი (NCTLD) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC); პროგრამაში ასევე ჩართულია ინფექციურ დაავადებათა, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (IDACIRC), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) და თსსუ-სთან არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლა.
The EGTB-RTP ორიენტირებულია უზრუნველყოს შემეცნებითი ტბ კვლევითი ტრეინინგი იმედის მომცემი, პერსპექტიული ქართველი მკვლევარებისთვის. მთავარი მიზანია ტრეინინგში მონაწილეებისა და მათი ინსტიტუტების შესაბამისი უნარ-ჩვევებითა და კომპეტენციით აღჭურვა ტუბერკულოზთან დაკავშირებული კვლევების წარმოებისთვის ( ესენია: კლინიკური და/ან ტრანსლაციური კვლევა, ეპიდემიოლოგიური კვლევა, იმპლემენტაციური მეცნიერება, რომელსაც ოპერაციულ კვლევასაც უწოდებენ, ქცევის/სოციალური მეცნიერებების კვლევა და ლაბორატორიული კვლევა). EGTB-RTP ფინანსდება გლობალური ინფექციური დაავადებების გრანტით ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრიდან.
ტრენინგი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და სხვადასხვა საინტერესო თემა მოიცვა. ტრენინგის ძირითადი ამოცანები იყო:
- გაგრძელდეს განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კანდიდატთაგან ადამიანური რესურსების მომზადება საქართველოში ტუბერკულოზთან დაკავშირებული მაღალხარისხიანი კვლევების ჩასატარებლად.
- განვითარდეს კვლევითი უნარ-ჩვევები მენტორობისა და ლიდერობის ტრეინინგების ჩატარებით ფოგარტის ყოფილი სტაჟიორებისთვის, რომლებმაც უნდა იმუშაონ ქვეყნის შიდა მენტორებად ახალ სტაჟიორებთან.
- მოხდეს კვლევითი და ტრეინინგ აქტივობების ორიენტირება ტუბრეზისტენტული წამლების საერთაშორისოდ აღიარებული გამოკვლევის ჩატარების უნარიანობის გაზრდაზე და ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მულტირეზისტენტული და ექსტენსიური (ზემდგრადი) რეზისტენტობის მქონე ტბ-ის კონტროლისთვის, რადგანაც ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მწვავე პრობლემაა საქართველოში.
- გაფართოვდეს EGTB-RTP-ის მიმართულება, რათა მოიცვას კვლევები და ტრეინინგები ტბ-სა და არაგადამდები დაავადებების თანხვედრის (NCDs) და მათი რისკ ფაქტორების შესახებ (ესენია: ტბ-დიაბეტი, ტბ-თამბაქოს მოხმარება, ტბ-გონებრივი სიჯანსაღე, ტბ-კვება).