DOTS– სრატეგიის ძირითადი ელემენტია სტანდარტული ქიმიოთერაპია სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. აღნიშნული სტრატეგიის  შესასრულებლად  2003  წელს  თბილისში   შეიქმნა DOT  სამსახური, რომლის სტრუქტურას  და შემადგენლობას წარმოგიდგენთ ქვემოთ.

თბილისში DOT სამსახურის სტრუქტურა ასეთია:

სამსახურის ხელმძღვანელი – თბილისის  რეგიონალური კოორდინატორი მალხაზ  დავითაშვილი;

უფროსი სუპერვაიზორები: მარინე წერეთელი, ლალი ჩაფურიშვილი;

სუპერვაიზორები: ლალი ჯანაშია, მაია ჟორჟოლიანი, თამარ სარაჯიშვილი, ხათუნა ბექაური, თინა კარანაძე, ზეინაბ სანდოძე;

საინფორმაციო სამსახურის სერვის მენეჯერები: თამარ ტოგონიძე, ელენე ონიანი, მაია ჩახვაძე;

DOT სამსახურის მენეჯერები: თემურ კალანდაძე, ირმა კეკელიძე, ზურა სიხარულიძე.

სამსახური აერთიანებს 56 მედდას, რომელთაგან 19 არის რეზისტენტული ტუბერკულოზის მედდა, 6 vot (ვიდეო) მედდა, ხოლო 37 არის სენსიტიური ტუბერკულოზის მკურნალობის მედდა, რომელიც გადანაწილებული სხადასხვა დისპანსერებში.

დღეისათვის  თბილისში ფუნქციონირებს 4  ტუბ.დისპანსერი, რომლებიც ემსახურება განსაზღვრულ ტერიტორიებს:

ეროვნული ცენტრის ამბულატორია (მარუაშვილის 50) მთაწმინდა,  ვაკე-საბურთალო,   წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, ვაშლიჯვარი,  ს. დიღომი, სასოფლო-სამეურნეო დას, ჩუღურეთი, ნაძალადევი, თემქა, ავლაბარი, ლოტკინი.

#1 ტუბ.და #5 დისპანსერი  (გორგასლის 81) – კრწანისი-ორთაჭალა,  ს. ფონიჭალა, ტაბახმელა, ოქროყანა, შინდისი,  ავლაბარი, სამასი  არაგველი, ისანი- სამგორი, ვაზისუბანი, ვარკეთილი.

#2 ტუბ. დისპანსერი  (ბორჯომის 10) – დიდუბე-ჩუღურეთი, გლდანი. მუხიანი, ავჭალა. დიღმის მასივი.

დღეისათვის  თბილისში DOT-ის  განხორციელების რამდენიმე  მოდელი არსებობს:

  • DOT  წერტილები (სენსიტიური-ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის,  რეზისტენტული-ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის);
  • მოსიარულე  მედდები (სენსიტიური- -ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის);
  • ვიდეო – DOT.( Vot);
  • ბინაზე  მომსახურება.

-ერთი ავტომობილი ყოველდღიურად მოძრაობს ისეთ  MDR პაციენტებთან ვისაც უჭირს გადაადგილება;

-ორი მინი ავტობუსი ( მობილური DOT წერილი) რომელიც დადის მოშორებულ რაიონებში მცხოვრებ  პაციენტებთან.

DOT-ის  ერთერთი  მოდელი  ვიდეო – DOT ( Vot) 2016 წლიდან  ამოქმედდა.

2016  წელს  ჩაერთო 18 პაციენტი.

2017 წელს ჩაერთო  46 პაციენტი .

2017  წლის   დეკემბრის ბოლოს  დაიწყო  ვიდეო – DOT – ში  ახალი  აპლიკაციის  ტესტირების  რეჟიმი.  აპლიკაციის საშუალებით  პაციენტებს  შეუძლიათ  მედდასთან  უშუალო  კონტაქტის  გარეშე   მიიღონ    მედიკამენტი და ატვირთონ  ვიდეო.

2018 წლის  სექტემბრიდან  დაიწყო აპლიკაციაში სენსიტიური პაციენტების ჩართვა.

2018 წელს MDR პაციენტებიდან  ჩაერთო  54  პაციენტი  (58%).  27 პაციენტი იყო აპლიკაციაზე და 27 იყო სკაიპზე.

ST-პაციენტებიდან ჩაერთო 39 პაციენტი, დაასრულა 14 პაციენტმა.

2019 წლის  1 იანვრისთვის  მკურნალობს  46 MDR   და 40 ST პაციენტი.

სულ 2016 წლიდან  ჩართულია 130 MDR-პაციენტი და  57- ST-პაციენტი.