COVID-19: საყურადღებო ასპექტები ტუბერკულოზის მკურნალობის სერვისების თვალსაზრისით

იმდენად, რამდენადაც მსოფლიო ერთიანდება COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, არანაკლებ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას გრძელვადიან ჯანმრთელობის პრობლემებთან გასამკლავებელი სერვისების სტანდარტული და შეუფერებლი მიწოდება, რათა დაცული იქნას ასეთი ქრონიკური თუ გახანგრძლივებული ავადმყოფების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რა თქმა უნდა, მათ შორისაა ტუბერკულოზიც.

ჯანმრთელობის სერვისები, მათ შორის ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამები, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ეფექტური და დროული პასუხებით COVID-19-ის წინააღმდეგ და ამავდროულად უნდა უზრუნველჰყონ ანტიტუბერკულოზური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაც.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციებს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული წამყვანი წევრი ქვეყნებისთვის.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციიის ტუბერკულოზის გლობალურმა პროგრამამ, WHO-ს რეგიონულ და ქვეყნების ოფისებთან ერთად, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ჩამოაყალიბა საინფორმაციო ბუკლეტი.

ეს ჩანაწერი მიმართულია ეროვნული ტუბერკულოზის პროგრამების და მათში ჩართული პროფესიონალებისთვის, რათა დახმარება გაუწიოს მათ COVID-19-ის პანდემიის დროს შეუფერხებლად მიაწოდონ ძირითადიო სერვისები პაციენტებს. ეს საინფორმაციო წერილი შემუშავებულია პაციენტებზე მორგებული და ორიენტირებული ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით, რაც ასევე მაქსიმალურად უზრუნველჰყოფს გაძლიერებულ ორმხრივ ზედამხედველობასა და ბრძოლას ორივე დაავადებასთან.

ყველა ზომა უნდა იქნას დანერგილი, რათა თავიდან ავიცილოთ სტიგმატიზაცია და/ან დისკრედიტაცია ამ ჯგუფის პაციენტებისა, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს კონფიდენციალობასა და მათი ადამიანური უფლებების დაცვას.

 

  1. არიან თუ არა ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები COVID-19-ით დაინფიცირების, დაავადებისა და სიკვდილის გაზრდილი რისკის ქვეშ?

COVID-19-ითა და ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები მსგავს სიმპტომებს ავლენენ ხველების, სიცხისა და გაძნელებული სუნთქვის სახით. ორივე დაავადება ძირითადად ფილტვებს უტევს და მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ბიოლოგიური გამომწვევის გადაცემის გზა ახლო კონტაქტია, ტუბერკულოზი ხასიათდება უფრო ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით და დაავადების გამოვლენის დროში გახანგრძლივებითა და გავრცელების შედარებით ნელი პროგრესიით.

დღესდღეობით COVID-19-ისა და ტუბერკულოზის ერთად მიმდინარეობის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა ამის მიუხედავად მოსალოდნელია ტუბერკოლოზით დაავადებულში COVID-19-ის დართვისას მკურნალობის შედარებით ცუდი გამოსავალი, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ანტი-ტუბერკულოზური მკურნალობის შეწყვეტა მოხდება.

ტუბერკულოზით დაავადაბულ პაციენტებს მართებთ მკურნალი ექიმების და პროფესიონალების ყველა რჩევა-დარიგების ზედმიწევნით დაცვა და დანიშნული მკურნალობის სტანდარტულად გაგრძელაბა.

  1. რა უნდა მოიმოქმედოს ჯანდაცვის სისტემის მმართველობითმა ნაწილმა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ძირითადი ანტი-ტუბერკულოზური სერვისების მდგრადობა COVID-19 პანდემიის დროს? რა სერვისების გამოყენება შეიძლება ამ ორივე დაავადების დროს?

ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებს უნდა უზრუნველჰყონ ძირითადი ანტი-ტუბერკულოზური სერვისების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი ისეთი საგანგებო მდგომარეობის დროს, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებთან ერთად ტანდემში უნდა იყოს უზრუნველყოფილი პაციენტზე ორიენტირებული სერვისები: ტუბერკულოზის პრევენცია, დიაგნოსტირება, მკურნალობა და სხვა ზრუნვის საშუალებები.

პრევენცია: WHO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებული უნდა იქნას ზომები COVID-19-ისა და ტუბერკულოზის გავრცელების და გადაცემის პრევენციისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებიში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი დაავადების გადაცემის მექანიზმები გარკვეულწილად განსვავებულია, ადმინისტრაციული და პირადი თავდაცვის მეთოდების გამოყენება ორივეს ერთნაირად ეხება (მაგალიტად, როგორიცაა ინფექციის კონტროლის ბაზისები, ხველის ეტიკეტის დაცვა, საეჭვო ინფიცირებული ადამიანების სეგრეგაცია…).

ტუბერკულოზის საპრევენციო მკურნალობა მაქსიმალურად უნდა იქნას ხარდაჭერილი და გათვალისწინებული.

დიაგნოსტირება: ზუსტი და საიმედო დიაგნოსტიკური ტესტები COVID-19-ისა და ტუბერკულოზის მართვაში ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია. ამ ორი დაავადებისთვის დიაგნოსტიკჯრი ტესტები განსხვავებულია, თუმცა ორივე უნდა იყოს ხელმისაწვდომი საეჭვო პაციენტებისთვის რესპირატორული სიმპტომებით, რადგან ეს უკანასკნელი ორივეს მახასიათებელს წარმოადგენს.

ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიული დაწესებულებები ქვეყნების მასშტაბით არის დანერგილი WHO-სა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ესეთი დაწესებულებები და ნიმუშების ტრანსპორტირების მექანიზმები COVID-19-ის დიაგნოსტირებისა და ზედამხედველობისთვისაც უნდა იქნეს ანალოგიურად გამოყენებული.

მკურნალობა და ზრუნვა: ანტიტუბერკულოზურ მკურნალობასა და მართვაში ჩართული მრავალმხრივ გამოცდილი პერსონალი და მათი რესურსები, რაც მოიცავს აქტიური შემთხვევების მიდევნებასა და კონტაქტების მოძიებას, ძალიან კარგი საშუალებაა ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად და ტექნიკურ და ლოჯისტიკურ ასპექტებში გასარკვევად.

პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობისა და მართვის ამბულატორული სისტემა უნდა გახდეს პრიორიტეტული გადაცემების საშუალებისა და ალბათობის შესამცირებლად ( გარდა მძიმე პაციენტებისა, რომელთა მდგომარეობა მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას).

WHO-ს უახლესი გაიდლაინების მიხედვით ანტიტუბერკულოზური მკურნალობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი ყველა პაციენტისთვის იქნება ეს მხოლოდ ტუბერკულოზით დაავადებული, COVID-19-ის საეჭვო შემთხვევა და კარანტინში მყოფი, თუ დადასტურებულად ინფიცირებული და დაავადებული.

ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების ადექვატური მარაგი უნდა გადაეცეს პაციენტებს, რადგან არ მოხდეს მკურნალობის შეფერხება და არ მოუხდეთ ზედმეტი ვიზიტები კლინიკაში, რაც გაზრდის გადაცემის რისკებს ასეთ დროს.

ელექტრონული და ციფრული საშუალებების გამოყენება უდნა გახდეს პრიორიტეტული და გაინტენსიურებული, რათა მაქსიმალიურად ხელი შევუწყოთ პაციენტებს გაძლიერებული კომუნიკაციით, კონსულტაციებით, ზრუნვითა და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებით. WHO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად უდა იქნას გამოყენებული ელექტრონული მონიტორინგისა და ვიდეო- მონიტორინგის საშუალებები, რათა პაციენტებმა წარმატებით შეასრულონ მკურნალობის გეგმა.

პროაქტიული დაგეგმარება, შესყიდვები, მარაგებისა და რისკების მართვა:

ზუსტი და შესაბამისი დაგეგმარება და ზედამხედველობა საუკეთესო საშუალებებს წარმოადგენს, რათა არ მოხდეს ანტი-ტუბერკულოზური სამკურნალო მედიკამენტებისა და სხვა დამხმარე და დიაგნოსტიკური საშუალებების მომარაგების შეფერხება.

WHO მედიკამენტების მარაგის გლობალურ მონიტორინგს ახორციელებს, სხვა პარტნიორები კი – გლობალური ფონდი, Stop TB Partnership GDF (მედიკამენტების გლობალური ინსტანცია), USAID, UNITED და სხვ. – ძირითად და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, რათა ქვეყნებს ადექვატური და რაციონალური მარაგი ჰქონდეთ მედიკამენტებისა და დიაგნოსტირების საშუალებების მხრივ.

ქვეყნებს რეკომენდაცია ეძლევათ 2020 წლის დაკვეთები უკვე გაამზადონ, რათა შემდგომ ტრანსპორტირების, მიტანის ან სხვა შეფერხებების გამო არ გაჩნდეს პრობლემები სამომავლოდ.

ადამიანური რესურსები : COVID-19-ის ფილტვისმიერი გართულებებისთვის რესპირატორული სფეროს წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვა, ფთიზიატრები და ინფექციონისტები და ამ სისტემაში გაერთიანებული სხვა ნებისმიერი კლასის სამედიცინო მუშაკი ძირითად დასაყრდენ რგოლს წარმოადგენს პაციენტების შემდგომი რეფერალისთვის. ყველა მათგანი უნდა გაეცნოს WHO-ს უახლეს გაიდლაინებს COVID-19-თან დაკავშირებით ( https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/technical-guidance/infection-prevention-and-control).

ეფექტური გამოვლენასა და შესაბამის თერაპიულ მკურნალობას შეუძლია შეამციროს გავრცელება და სიკვდილიანობაც როგორც COVID-19-ის, ისე ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმის დროსაც.

შესაძლებლობების განვითარება:

ეროვნული ჯანდაცვის სისტემებისა და დონორების დახმარებამ და ხელშეწყობამ შესაძლებლობების განვრცობის თვალსაზრისით ტუბერკულოზის მართვის სისტემაში და ამ გამოცდილებამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიძლება კარგი მაგალითის როლი შეასრულოს. ეს მოიცავს: ინფექციის პრევენციას, კონტაქტების მოძიებას, სახლზე და კომუნაზე დაყრდნობილ მკურნალობის, მონიტორინგისა და ზრუნვის სისტემებს.

რესურსებისა და ძალების გაერთიანება გადაცემის პრევენციისთვისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის

ტუბერკულოზის მართვის ორგანოები, ეროვნულ პროგრამებთან, პარტნიორებთან და საზოგადოებასთად ერთად სოლიდარობას უცხადებს COVID-19-თან მებრძოლი გუნდების მიმართ. ტუბერკულოზის მართვის მხარდამჭერმა ბევრმა სააგენტომ და დონორმა ორგანიზაციემბა( The Global Fund, US Agency for International Development, UNITAID, Stop TB Partnership and The Union და სხვ) უკვე გამოხატეს დახმარების სურვილი და მზადყოფნა თავიანთი რესურსებით, მათთვის ვისაც შეეხო COVID-19-კრიზისი.

ჯანმო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, ქვეყნებთან და საზოგადოებასთან, რათა შეადგინოს და გააზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, რომელიც საჭირო და ხელმისაწვდომი ხდება COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის სხვადასხვა სტადიაზე. ეს მოიცავს ტუბერკულოზის მართვის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, გამიოყენებულ სერვისებსა და მიდგომებს.

გთხოვთ, დარჩეთ კონტაქტზე ჯანმოს ტუბერკულოზის პროგრამასთან ტუბერკულოზისა და COVID-19-ის მართვის თვალსაზრისით და ამასთან დაკავშირებულ თემებზე გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

 

 

 

Email: gtbprogramme@who.int

ტუბერკულოზის თემასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის: www.who.int/tb For more information on COVID-19: https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019