დღეს ჩვენს ცენტრში დაიწყო 2 დღიანი ტრეინინგი ცენტრის ექიმებისა და ექთნ ებისათვის, თემაზე :  პაციენტის თერაპიული განათლება და კონსულტირება.

ტრეინინგს წარუძღვებიან „ექიმები საზღვრებს გარეშე (MSF)“ ორგანიზაციის წარმომადგენლები – თინატინ ამირეჯიბი და ანა  მეუნარგია

ტრეინინგის მიზნები და გეგმებია:

  • იმ ბუნებრივი პროცესების ახსნა, რაც პაციენტმა შესაძლოა გაიაროს ტუბერკულოზის (რეზისტენტული ან სენსიტიური) ან ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მიმდინარეობისას.
  • პაციენტის თერაპიული განათლების ყველა პრინციპის განხილვა და მათი პრაქტიკაში გამოყენება.
  • ზრდასრულის სწავლების იმ მთავარი პრინციპების განხილვა, რომელთაც უნდა ეფუძნებოდესტუბერკულოზისა და მისი მკურნალობის შესახებ ჩატარებული საგანმანათლებლო სესიები, რათა გაუმჯობესდეს პაციენტებისა და ოჯახის წევრების სწავლების ხარისხი.
  • პაციენტებთან ურთიერთობის ჩამოყალიბების საკუთარი სტილის ამოცნობა და პაციენტებზე მისი გავლენის გაცნობიერება.
  • პაციენტთან ნდობაზე დამყარებული და პარტნიორული (ზრდასრული-ზრდასრულთან)ურთიერთობის სრულყოფა.