რა არის რეზისტენტული ტუბერკულოზი?

არსებობს ჩვეულებრივი ტუბერკულოზი, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო I რიგის წამლებისადმი მგრძნობიარე ბაქტერია.

Aარსებობს, აგრეთვე, რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებისადმი მდგრადი ბაქტერია. Aანუ, ასეთ ბაქტერიაზე I რიგის ერთი ან რამდენიმე წამალი არ მოქმედებს.

ტუბსაწინააღმდეგო წამალი დაავადების გამომწვევ ბაქტერიაზე აღარ მოქმედებს მაშინ, როცა ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი არასწორად მკურნალობდა ან შეწყვიტა მკურნალობა. ამიტომ ორგანიზმში დარჩა  ბაქტერიები, რომლებმაც ხელახლა იწყეს გამრავლება, გამოიწვიეს დაავადების გამწვავება და ამასთან, უკვე მიღებულ წამლებს შეგუებულნი არიან.

შესაძლებელია, რეზისტენტული ტუბერკულოზი გადაგედოთ ამ ფორმით დაავადებულთან კონტაქტისას. ამ შემთხვევაში ადამიანი თავიდანვე უკვე წამალმედეგი ბაქტერიებით, ანუ  პირველადად რეზისტენტული ფორმით ავადდება.

ამრიგად, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო I რიგის წამლებისადმი მდგრადი ბაქტერიით გამოწვეულ ტუბერკულოზს ეწოდება რეზისტენტული ტუბერკულოზი.

 

რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა რთულია და ხანგრძლივი, მაგრამ შედეგიანი, რადგან რეზისტენტულ ბაქტერიაზე მოქმედებს სხვა, . II რიგის ტუბსაწინააღმდეგო წამლები. ეს წამლები უფრო ძვირადღირებულია, ახასიათებს მეტი გვერდითი მოვლენა, მაგრამ საქართველოში უკვე მოქმედებს ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მკურნალობა, გვერდითი და ალერგიული მოვლენების მართვა უფასოა.

რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზი

ჩივილები:

 რეზისტენტული ტუბერკულოზი უკვე გადატანილი ტუბერკულოზის, დაუმთავრებელი მკურნალობის ან ტუბერკულოზის ამ ფორმით დაავადებულთან ხანგძლივი და მჭიდრო კონტაქტის შედეგად ვითარდება. მას ახასიათებს დაზიანებული ორგანოს (ფილტვები, თირკმელები, ძვალსახსარი, ნერვული სისტემა და ..) შესაბამისი ჩივილები. ეს ჩივილები ჩვეულებრივი ტუბერკულოზის დროს არსებული ჩივილების მსგავსია, მხოლოდ შესაძლოა, უფრო მკვეთრად იყოს გამოხატული (მაგ. ქოშინის, ხველის, ზოგადი სისუსტის გაძლიერება, ტემპერატურის მომატება და სხვ).

 გამოკვლევები

ზოგადად, ტუბერკულოზის დიაგნოზი დადასტურებულად ითვლება, როცა გამოკვლევის შედეგად აღმოაჩენენ გამომწვევს. ასევე ტარდება დაზიანებული სისტემის რენტგენოლოგიური კვლევა და ფასდება დაზიანების ხარისხი.F

ფილტვების ტუბერკულოზის დროს Gგამომწვევის აღმოჩენა ხდება ნახველში, რომელსაც დაავადებული აბარებს ლაბორატორიაში. აქ ხორციელდება ნახველის ნაცხის მიკროსკოპული კვლევაც (ბაქტერიოსკოპია) და დათესვაც (კულტურალური კვლევა). ისაზღვრება, აგრეთვე, ტუბერკულოზის სამკურნალო წამლებისადმი მგრნობელობა, რათა შეაფასონ, რომელი წამალი მოქმედებს ბაქტერიაზე (კლავს ან აჩერებს მის ზრდას) და რომელი წამალი არ მოქმედებს.

როგორც უკვე ცნობილია, ზოგჯერ ერთი ან რამდენიმე წამალი არ მოქმედებს ტუბერკულოზის გამომწვევ ბაქტერიაზე. ტუბერკულოზის ასეთ ფორმას წამლებისადმი მდგრადს (რეზისტენტულს) უწოდებენ.  რეზისტენტობა შეიძლება გამოვლინდეს ცალკე ერთი წამლის ანOორი და მეტი წამლის მიმართერთდროულად. სწორედ ამის გათვალისწინებით ხდება სამკურნალო რეჟიმის შერჩევა, ანუ ინიშნება ის მედიკამენტები, რომელთაც გააჩნიათ გამომწვევზე ზემოქმედების უნარი. ამასთან, ეტაპობრივად მიმდინარეობს ახალი, II რიგის ტუბსაწინააღმდეგო წამლების მიმართ მგრძნობელობის დადგენაც.

რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ცნობილი ხდება, კონკრეტულად რომელი წამალი არ მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ რომელი წამლისადმი ან წამლებისადმი არის მდგრადი დაავადების გამომწვევი. ამის მიხედვით ექიმი არჩევს მკურნალობის სქემას. ნიშნავს იმ წამლებს, ისეთი დოზითა და კომბინაციით, რომელიც გაანადგურებს გამომწვევს, ან შეაჩერებს მის ზრდას ორგანიზმში.

თუ გამომწვევი არ არსებობს, დაავადება უკან იხევს და პაციენტი იკურნება.

რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო წამლებს უწოდებენ II რიგის მედიკამენტებს და მათი თითოეული დოზის მიღება მთელი მკურნალობის მანძილზე, 2-3 წლის განმავლობაში ხდება სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

Aამ წამლების მიღება ზოგჯერ ძნელად ასატანია, თან სდევს გვერდითი მოვლენები ან აუტანლობა, მაგრამ ამტანობის გასაუმჯობესებლად ექიმების მიერ ყოველთვის ხორციელდება გვერდითი მოვლენების მკურნალობა და მართვა. თავიდან ძნელი გასაგებია, გვერდითი მოვლენა ერთი წამლით არის გამოწვეული, თუ რამოდენიმეთი და კონკრეტულად რომელ წამლებს უკავშირდება.

Aამიტომ, ჩივილებს და იმ ცვლილებებს, რომელიც აღმოჩნდება სისხლში, შარდში და სხვა გამოკვლევების შედეგად, ყოველდღიურად აღრიცხავს ექთანი, განიხილავს ექიმი და იღებს გადაწყვეტილებას, რომელი წამალი შეამციროს, ან შეცვალოს მიღების პირობები.

 არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომელიმე წამლის მიღების შეცვლა ან მოხსნა თვითნებურად, პასუხისმგებელი ექიმის გადაწყვეტილების გარეშე!

რა ტიპის გვერდითი მოვლენები შეიძლება არსებობდეს სისტემების მიხედვით?

ზოგადი რეაქციაცხელება, სისუსტე, ალერგიული რეაქციები.

კანის და ადგილობრივი რეაქციები —– სიყვითლე, გამონაყარი, კანის აქერცვლა, სიმშრალე,  ანთებითი დაზიანება, ტკივილი ან შეშუპება ნემსის ჩხვლეტის ადგილას, თმის ცვენა. კანის, თმის, ცრემლის, ნახველის შეფერვა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივგულისრევა, ღებინება, გაძლიერებული ნერწყვდენა, უმადობა, მეტალის გემო პირში, გემოვნების მოშლა, გოგირდისმაგვარი სუნის ბოყინი, პირის ღრუს, ენის ლორწოვანას ანთება, კბილების შეფერვა, დისკომფორტი მუცლის არეში,Hჰეპატიტი.

 საშარდე ორგანოების მხრივთირკმელების დაზიანება, უკმარისობა, შარდვის შეფერვა, ცვლილებები შარდში.

 ნერვული სისტემის მხრივთავბრუ, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, უძილობა, კანკალი, მხედველობის და სმენის დარღვევები, ჰალუცინაციები, ფსიქოზური რეაქციები, კრუნჩხვა, დეპრესია, გონების დაბინდვა, ნევრიტები.

 ენდოკრინული სისტემის ანუ ჰორმონული ბალანსის მხრივსისხლში შაქრის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილებები, მენსტრუალური დარღვევები.

  არსებობს აგრეთვე სხვადასხვა ტიპის ცვლილებები სისხლის, შარდის ანალიზებსა და რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური თუ ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის შედეგებში.

რა თქმა უნდა, ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები ყოველთვის არ ვითარდება ან, შესაძლოა, მსუბუქად გამოვლინდეს და რამოდენიმე ხანში გაიაროს, ახასიათებს კონკრეტულ წამალს და ექიმები როგორც წესი, ახერხებენ ამ წამლის დადგენას. არსებობს  მისი დოზირების შეცვლის სქემები და დამხმარე საშაულებები, რაც გამოვლენილი გვერდითი მოვლენის შემცირებასა და მოხსნას უწყობს ხელს.

 

მკურნალობის შემდგომი პერიოდი

მას შემდეგ, რაც მკურნალობის კურსი სრულდება, ტარდება პროგრამით გათვალისწინებული ყველა ანალიზი და მდგომარეობა შეფასდება, როგორცწარმატებული მკურნალობა”, შესაძლოა გაჩნდეს მომავალში ჯანმრთელობის გაუარესების შიში. Yყოველიგაციებათუ ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომის გამოვლენა მიჩნეულ იქნას დაავადებისდაბრუნებად”.

შეუძლოდ გახდომის მიზეზი ყოველთვის ტუბერკულოზი არ არის, მაგრამ, მეორეს მხრივ, საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. ყოფილი პაციენტის ორგანიზმი უფრო სუსტია, ვიდრე ჯანსაღი ადამიანის. ამიტომ, ნებისმიერი მიზეზით ავად გახდომისას საჭიროა ექიმის რჩევა მეტი ყურადღება (ამინდის შესაფერად ჩაცმა, დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის არიდება, ნორმალური კვება და სხვ.)

მკურნალობის დასრულების შემდეგ გარკვეული ხარისხის ჩივილები შეიძლება მუდმივად დარჩეს (სუნთქვის გაძნელება, მცირე ქოშინი, ხველის ეპიზოდები). ტუბერკულოზმა ორგანიზმში, შესაძლოა, ნარჩენი მოვლენები გამოიწვიოს (ნაწიბურები, შეხორცებები, ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის შემცირება, ბრონქების დაზიანება და სხვა). ამიტომ, ჩივილები ის არასასიმოვნო სამახსოვროა, რომელსაც დაავადება ტოვებს. თანდათან მათთან შეგუება და მდგომარეობის კომპენსირება ხდება.

რა თქმა უნდა, არსებობს ტუბერკულოზის კვლავ გამოვლენის შანსიც. Aამიტომ, პროგრამის მიხედვით 2 წლის მანძილზე, ყოველ 6 თვეში მეთვალყურეობის მიზნით ტარდება შესამოწმებელი კვლევები. ამასთან, მეთვალყურეობა მოიცავს ნახველის კვლევებს და თუ საჭიროა, გულმკერდის რენტგენოგრაფიასა და წამლებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრის ტესტსაც.

ხოლო ჩივილების გამოვლენის შემთხვევაში სადიაგნოზო კვლევა არა 6 თვეში ერთხელ, არამედ ტუბდაწესებულებაში მიმართვისთანავე ტარდება. ამრიგად, გამუდმებული მეთვალყურეობა როგორც პაციენტის, ისე პროგრამის მხრიდან ტუბერკულოზის ხელახალ განვითარებას უშლის ხელს.