საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „კოვაქს პლატფორმიდან“ უკვე დადასტურებულია მზადყოფნა, რომ საქართველოს სამედიცინო პერსონალის ასაცრელად მიაწოდონ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. წინასწარი ინფორმაციით, საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის 100 000 დოზას, რომელსაც შესანახად მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები სჭირდება. აქვს თუ არა საქართველოს ამ ტიპის ვაქცინისთვის შესანახი მაცივრები, რამდენი ასეთი მაცივარია საქართველოში და რა რაოდენობის ვაქცინის შენახვა შეუძლია ქვეყანას?

 

წყარო: რადიო თავისუფლება