ერთი კვირის წინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეა. მას ე.წ საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ექიმს.