2019 წლის 1-2 აპრილს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი “მოწევის შეწყვეტის ინტეგრირება ტუბერკულოზის პროგრამაში”. ტრენინგი ორგანიზებულ იყო ააიპ „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი“ მიერ  აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის“ (GEO-T-NCDC) პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ტუბერკულოზის მკურნალობის მიმწოდებელი პროვაიდერების ტრენინგებს და შესაძლებლობების გაძლიერებას თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სერვისების დანერგვის მიმართულებით. პროექტი ხორციელდება სსიპ “ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” დაკვეთით.

ტრენინგში მონაწილეობდნენ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სპეციალისტები. ტრენინგის ძირთადი მომხსენებელი იყო დოქტორი ტარა სინგჰ ბამი (Tara Singh BAM), “ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირის” აზია წყნარი ოკეანეთის ოფისის დირექტორის მოადგილე.
ტრენინგის მთავარი მიზანს წარმოადგენდა ტუბერკულოზის მკურნალობის სერვისების პროვაიდერთა ცოდნის ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის მოწევის შეწყვეტის სერვისების მიწოდების კუთხით. 

ტრენინგის ზოგადი ამოცანები:
1. ცნობიერების ამაღლება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ტუბერკულოზის პროგრამაში მოწევის შეწყვეტის სერვისების ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ
2. ლიდერული უნარების განვითარება პოლიტიკის ფორმირების, აღსრულების, მონიტორინგისა და შეფასების, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებებით
3. თამბაქოს კონტროლისა და ტუბერკულოზის ექსპერტებს შორის პარტნიორობისა და ცოდნის გაზიარების ჩამოყალიბება.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს:
– გაზრდილი ცოდნა და ცნობიერება ტუბერკულოზისა და თამბაქოს კონტროლის შესახებ
– გაზრდილი ლიდერული უნარები ტუბ-დაწესებულებებში მოწევის შეწყვეტის ინტერვენციების აღსრულების კუთხით, რომელთა მიზანია თამბაქოს მოხმარების შემცირება და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესება
– შესაძლებლობა გამოიყენონ ეფექტური ლიდერული პრინციპები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური დიპლომები.
ანალოგიური ტრენინგები იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედი ტუბერკულოზის მკურნალობის მიმწოდებელი პროვაიდერებისათვის.