2018  წლის 24-25 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე : “პაციენტის მკურნალობა ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ“. ტრენინგი ჩატარდა გლობალური ფონდის პროექტის  ფარგლებში. ტრენინგს  ესწრებოდნენ  რეგიონის და   თბილისის მედდები და დამყოლობის  სამსახურის  კონსულტანტები. ტრენინგი ჩაატარეს: მალხაზ დავითაშვილმა (თბილისის რეგიონალური  კოორდინატორი), ლალი   ჩაფურიშვილმა  (უფროსი  სუპერვაიზორი  ტფდეც), ელენე ონიანი (საინფორმაციო სერვისის  მენეჯერი), ტრენინგზე  მოხდა  გაზიარება  ამ პროექტში  თბილისში  არსებული პრაქტიკის  და  გამოცდილების. აღნიშნული  პროექტი  თბილისში 2016 წლიდან  წარმატებით მიმდინარეობს. VOT-ის მიზანია   შეუმსუბუქოს  პაციენტს  მკურნალობით გამოწვეული  დისკომფორტი. DOT განხორციელდება მობილური  ტელეფონის  დახმარებით და პაციენტი  skype, viber ან App-ით უკავშირდება მედდას.