24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2019 წლის 24 მარტს თბილისის N2 ამბულატორიულ კლინიკაში დაიგეგმა ნერგების დარგვა, აქცია „გავუფრთხილდეთ დედამიწის მწვანე ფილტვებს“ მიეძღვნა ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა