ტუბერკულოზისა და ფილტვის  დაავადებათა ეროვნულ ცენტრში დაიწყო ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის უფასო პროგრამა.

ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის პროგრამას სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი მოიცავს უფასო ულტრასონოგრაფიულ კვლევას. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში უფასო ენდოკრინოლოგის კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში ღრმა კვლევების წარმოებას, რაც გულისხმობსთირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრას სისხლში (TSH) და კვანძის შემთხვევაში, კვანძის ბიოფსიასა და შემდგომ მასალის ციტოლოგიურ კვლევას.

 

ფარისებრი ჯირკვლის უფასო სკრინინგის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ

25-70 წლის ჩათვლით თბილისში რეგისტრირებულ ქალბატონებს.

მსურველებმა გთხოვთ მომართოთ ჩვენს კლინიკას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10 სთ-დან საღამოს 17:00 სთ-მდე.

დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 291 02 51, 291 02 52, 291 04 67