2018 წლის 19 ნოემბერს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პილოტური პროექტის „ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის“ შედეგები განიხილეს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის ორგანიზებით გამართულ ღონისძებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ხელმძღვანელები, რეგიონის სამედიცინო საზოგადოების წევრები და ასევე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. პილოტური პროექტი, რომლის პრაქტიკული განხორციელება მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან დაიწყო, მიზნად C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის გაზრდას გულისხმობს.