ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად განახლდა ტუბერკულოზის მართვის ნაციონალური გაიდლაინი და მნიშვნელოვნად შეიცვალა ლატენტური, პოლი და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის და მკურნალობის რეკომენდაციები, რომელთა დროული და ხარისხიანი იმპლემენტაციის მიზნით ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა, გლობალური ფონდის მხარდაჭერით დაგეგმა და ინტენსიურად ანხორციელებს სასწავლო კურსს „ტუბერკულოზის მართვის სიახლეები“. სწავლება 2019 წლის მაისსა და ივნისში განხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე ყველა ექიმი ფთიზიატრის ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.