როგორც მოგეხსენებათ,  ყოველწლიურად, 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება მსოფლიოში ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის და ამ დაავადების დასაძლევად გაწეული ძალისხმევის შესახებ.

ამ დღეს 1882 წელს რობერტ კოხმა ამცნო სამეცნიერო საზოგადოებას, რომ აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია. კოხის ამ აღმოჩენამ კაცობრიობას მისცა ახალი შესაძლებლობები დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: ტუბერკულოზის კონტროლი, მიღწევები და გამოწვევები გაიმართა. კონფერენციაზე ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლებმა ტუბერკულოზის გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს. კონფერენცია ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა ავალიანმა გახსნა.

კონფერენციას დაესწრნენ ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადების სფეროში მომუშავე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრებეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც ტუბერკულოზის მართვას ახლავს თან, ასევე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობასა და ახალ მედიკამენტებზე ტუბერკულოზის სფეროში; კონფერენციაზე წარმოადგინეს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ახალი მედიკამენტების კვლევის შესახებ პრეზენტაცია, რომლის განხორციელებაც ახლო მომავალში იგეგმება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში ტუბერკულოზის მედიკამენტების განვითარების გლობალური ალიანსის (TB Alliance) მხარდაჭერით. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს კლინიკურ კვლევებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

კონფერენციის შედეგად წარმოჩინდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ტუბერკულოზისა და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისა და მართვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა აქვს.

კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმების შედეგად საქართველოში მოხდება ტუბერკულოზის ლანდშაფტის ცვლილება და დაავადების ელიმინაცია.

ფოტოები:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Post comment