საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის ისტორიული ასპექტები

                 “ტუბერკულოზი ისევე ხანდაზმულია, როგორც   კაცობრიობა”  

                  პიერი და როსჰემი, მედიცინის ისტორიის ფრანგული სკოლა

 

ტუბერკულოზის პირველი კვალი საქართველოში ჩვ. აღ.-ის VI-VII საუკუნეების ნამარხებშია აღმოჩენილი, სადაც ნამარხი ნაშთების შესწავლით ტუბერკულოზური სპონდილიტი დაფიქსირდა. სამედიცინო წყაროებიდან ტუბერკულოზი პირველად ნახსენებია X ში, ქანანელისუსწორო კარაბადინში“, შემდგომში სხვა ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში.  აქ აღწერილია ფილტვის ტუბერკულოზის აღმნიშვნელი ტერმინოლოგია, ძირითადი ნიშნები, დიაგნოტიკისა და მკურნალობის მეთოდები. ძველ ქართულ სამედიცინო ძეგლებში ტუბერკულოზი გვხვდება ორი ძირითადი ტერმინით– “სილიდაფირტუისა სიყლულე“. ტერმინიჭლექიმოგვიანებით შემოდის.

ტუბერკულოზის შესახებ მონაცემებით უფრო მდიდარია კავკასიის საიმპერატორო სამედიცინო საზოგადოების (კსს) და ტუბერკულოზთან ბრძოლის კავკასიის საზოგადოების (ტბკს) მასალები. კავკასიის საიმპერატორო სამედიცინო საზოგადოება შეიქმნა 1864 5 აპრილს, 1904 საზოგადოებამ თავისი საქმიანობა რამოდენიმე მიმართულებით წარმართა: სანატორიუმის, ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიის, საზოგადოების განყოფილებების ორგანიზება, და სახსრების მოძიების მიზნით ყოველწლიურად  “თეთრი ყვავილისდღის მოწყობა. “თეთრი ყვავილის დღე” 1917 წლამდე ყოველწლიურად აღინიშნებოდა, შემდგომ შეიცვალატუბერკულოზის სამდღიურითდა ტარდებოდა 1928 წლამდე.

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში,  1918-1921 წწში მთავრობის ყურადღება გამახვილებულია ეპიდემიებზე, მათ შორის ჭლექზე. ამ პერიოდში იწყებს მოღვაწეობას ფთიზიატრიის ფუძემდებელი საქართველოშიიოსებ აბაკელია და საქართველოში სასანიტარო ინსტიტუტის დაარსებისა და ეპიდემიურ დაავადებებთან ბრძოლის ინიციატორად გვევლინება.

 1921 წლიდან იწყება ტუბერკულოზთან ორგანიზებული ბრძოლა, რომლის სადავეებსაც სახელმწიფო იღებს ხელში. ტუბსაწინააღმდეგო მუშაობა თავიდანვე რამოდენიმე მიმართულებით იშლება: ქსელის შექმნა, კადრების მობილიზება, პაციენტთა გამოვლენადიაგნოზირების და მკურნალობის სტანდარტების შემუშავება, პროფილაქტიკური კურსის შემუშავება, ტუბერკულოზის სტატისტიკის სისტემის შექმნა. 1930 წელს იქმნება ტუბერკულოზის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი.

60-70-იან წლებში ტუბერკულოზის ეპიდსიტუაციის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან დაკავშირებით თანდათან იზრდებოდა ინსტიტუტის, როგორც სამეცნიერო ფთიზიოპულმონოლოგიური ცენტრის როლი. შესაბამისად, 1990 წლიდან ტუბერკულოზის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი გადაკეთდა ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის / ინსტიტუტად. ინსტიტუტის არსებობის მანძილზე შესრულებულია არაერთი სამეცნიერო კვლევა, რომელთა დიდი ნაწილი დანერგილია პრაქტიკაში, ხოლო საქმიანობის მთელი სპექტრი ასახულია ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულში, საქართველოსა და ამიერკავკასიის ფთიზიატრთა ყრილობების  და სიმპოზიუმების მასალებში, გამოცემულია 35 მონოგრაფია, სახელმძღვანელო, ცნობარი. ტუბერკულოზთან ბრძოლის შედეგების საუკეთესო განმსაზღვრელი არის ტუბერკულოზის ეპიდსიტუაცია. 1970-90 წლებში, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შედეგად, რესპუბლიკაში ტუბერკულოზით დაავადება შემცირდა 56-დან 28,3-მდე, ავადობა-334-დან 140,7-მდე, სიკვდილობა 10,9 დან-4,91-მდე (100 000 მოსახლეზე).  

1991-94 წლებში საქართველოში მიმდინარე სოციალურპოლიტიკურმა მოვლენებმა და ჯანდაცვის სისტემის მოშლამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. ამ პერიოდში ტუბერკულოზთან ბრძოლა პრაქტიკულად არ არსებობდა, ინერციით გრძელდებოდა ტუბდაავადებულთა უსისტემო დიაგნოსტიკა და  მკურნალობა. ყოველივე ამის გამო ტუბერკულოზთან ბრძოლა განისაზღვრა დარგის პრიორიტეტულ მიმართულებად და 1995 წლის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოს სამ ქალაქში (თბილისი, გორი, რუსთავი) დაინერგა თანამედროვე სტრატეგიის შესაბამისი სამი პილოტირებული პროექტი. ამავე პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შემუშავდა ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო 1995 წლის აგვისტოდან. ეს პროგრამა მთლიანად ეფუძნება ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალ, DOTS სტრატეგიას.