ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ახალ რუბრიკას იწყებს. ჩვენ დროგამოშვებით შემოგთავაზებთ ჩვენს ცენტრში ჩატარებული ოპერაციების მიმოხილვას და ფოტომასალას. ჩვენი ექიმები წარმატებით ჩატარებული ოპერაციების შესახებ მოგვითხრობენ. ამჯერად ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა გოგიშვილი მოგვიყვება ფილტვის ოპერაციაზე. 

შოთა გოგიშვილი: დღეს ვაკეთებთ თორაკოტომიას, ანუ ფილტვში დაზიანებული უბნის ამოკვეთას. ფილტვი არის ჩაფუშული, ნახევრად გაშლილია, მიზეზი არის ბოლოზური ცვლილებები. პაციენტს ტუბერკულოზის გამო არ უმკურნალია, ამიტომ რომ გაიკერება მექანიკური აპარატით, მერე იგზავნება პაციენტი გამოკვლევაზე და თუკი დადგინდა, რომ იქ არის ტუბერკულოზი, იწყება მკურნალობა და პაციენტი თანხას არ იხდის.

– რა იწვევს ფილტვის ჩაფუშვას?

ფილტვის ჩაფუშვას იწვევს თხელკედლიანი კისტოზური ცვლილებები ფილტვის ქსოვილში. მცირე დაძაბულობის, სიმძიმის აწევის დროს თხელკედლიანი კისტები სკდება და ფილტვი იფუშება. ამ დროს შეიძლება დრენირება გაკეთდეს, მაგრამ დრენირებას ჩვენ ვარჩევთ ოპერაციას. ახალგაზრდა ბიჭია, ამიტომ სჯობს რადიკალურად გაკეთდეს და ის მხარე მოწესრიგდეს. ხშირ შემთხვევაში, ეს კისტოზური დაზიანება ატარებს ორმხრივ სახეს, ამიტომ გარანტია არ გვაქვს, რომ თუ ერთგან ჩაიფუშა, მეორე მხარეს არ ჩაიფუშება. ასეთ შემთხვევაში სჯობს ერთი მხარე სრულად მოვაწესრიგოთ.

როგორი სიმძიმის ოპერაციად ითვლება თორაკოტომია?

ეს ითვლება საშუალო სიმძიმის ოპერაციად. პაციენტი, სადღაც არის 35 წლის. ოპერაციას 2 საათამდე სჭირდება. პაციენტი ორი დღე იმყოფება ინტესიური თერაპიის პალატაში და შემდეგ გადმოდის განყოფილებაში. შეიძლება იქვე ამოვუღოთ დრენაჟი ან რომ გადმოვა მერე. პაციენტი ერთ კვირაში გაიწერება.

ფოტომასალა საოპერაციოდან:

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Post comment