მიმდინარე წლის 17 მაისს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ფრანგ ექიმებსა და ტფდეც-ის თანამშრომლებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშში სახელმწიფო სამინისტროს, გურჯაანის ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი “კახეთი-იონის” და კავშირი “თანადგომის” წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრო ევროსაბჭოს პარიზის ოფისის თანამშრომელი – მირტია მურჯია და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში – ტიფაინ ლუკასი.

დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები. სტუმრებმა დიდი ინტერესით მოინახულეს ტუბერკულოზისა და  ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეფერენს-ლაბორატორია.