ჟენევა, 22 ივნისი, 2018

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის მინისტრს, ბ-ნ დავით სერგეენკოს,

 

პატივცემულო ბ-ნო დავით,

 

გლობალური ფონდის სახელით, მინდა მადლიერება გამოვხატო პირადად თქვენი და

ქართული მხარის წარმომადგენლების  მიმართ საქართველოში  გერმანიის  დელეგაციის

ვიზიტის   ( 2018   წლის   30მაისი-2   ივნისი)    მაღალი  დონეზე   ორგანიზებასთან

დაკავშირებით,  კერძოდ,  მადლობას   ვუხდით   პროფესორ  ამირან  გამყრელიძეს  და

დაავადებათა  კონტროლისა  და  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ეროვნული  ცენტრის

პროექტების   მართვის   განყოფილებას  მათ  მიერ   გამოჩენილი   განსაკუთრებული

სტუმართმოყვარეობისა  და  გამორჩეული  პიროვნული  თვისებებისათვის.  გარდა  ამისა,

დიდი   მადლობა    ჯანდაცვის ყველა დაწესებულებას,  არასამთავრობო  ორგანიზაციებს,

სასჯელაღსრულების  დეპარტამენტს,  CCM-ს  (ქვეყნის   საკოორდინაციო   საბჭოს),  მის

სამდივნოს  და    სხვა ყველა დაინტერესებულ  მხარდამჭერ   პირსა   თუ   ორგანიზაციას

დელეგაციასთან შეხვედრისა და საკუთარი სამუშაო სპეციფიკის გაცნობისათვის.

გლობალური   ფონდის   მიერ   მხარდაჭერილი   მრავალწლიანი   და   მრავალმხრივ

მნიშვნელოვანი   პროგრამების   წარმატებით   განხორციელებამ   საშუალება   მისცა

საქართველოს   მიეღწია   განუზომლად   დიდი   პროგრესისათვის   აივ   ინფექციის,

ტუბერკულოზისა   და   მისი   მულტირეზისტენტული   ფორმები   მკურნალობის

მიმართულებით   მალარიის   წარმატებული   ელიმინაციის   შემდეგ.   ამ   პროგრამების

საშუალებით დანერგილი ინოვაციები საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედ პროგრამასთან

ერთად საქართველოს მოსახლეობისათვის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია. აქვე

აღსანიშნავია,   რომ   დელეგაცია   მხარს   უჭერს   საქართველოს   სახელმწიფო

მმართველობის   ორიენტირს   ჯანდაცვის   შიდა   რესურსისა   და   პროგრამების   გაზრდის

აქტივაციის მიმართულებით გრძელვადიან პერსპექტივაში.

ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო გერმანიის პარლამენტის ეკონომიკური თანამშრომლობისა

და  განვითარების  კომიტეტის  წევრებისთვის.  მათ   თავიანთი   ყოველწლიური   წვლილი

შეაქვთ გლობალური ფონდის ფუნქციონირებაში, რომელიც განიხილავს დაფინანსების

განაწილების პოლიტიკას მის   საბჭოსა  და  სტრატეგიულ  კომიტეტში.  ამ  თვალსაზრისით,

მნიშვნელოვანი  იყო,  რომ  პარლამენტარებმა  მოისმინეს    მიმდინარე   გამოწვევების

შესახებ   და   განიხილეს   არგუმენტები   ტექნიკური   დახმარების   საჭიროებასთან

დაკავშირებით.  ვიზიტი,  ასევე  დაეხმარა  სამოქალაქო  საზოგადოების  წარმომადგენლებს

სწორად შეეფასებინათ  თავიანთი   ჩართულობის  როლი    პროგრამის  წარმატებასა  და

ახალ გამოწვევებში.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან

გაგრძელდება.

 

მიიღეთ ჩვენგან უდიდესი პატივისცემა და დაფასება,

დოქტორი ქრისტოფ ბერნი.

გლობალური ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი