გიორგი კუჭუხიძემ კოლეგებს ბრატისლავაში მიღებული გამოცდილება გაუზიარა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ოფიცერმა, გიორგი კუჭუხიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 21-22 ივნისს, ბრატისლავაში გამართული ტუბერკულოზის პროგრამის მენეჯერების შეხვედრაზე განხილული საკითხების ანგარიში. შეხვედრაზე განიხილეს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების, ოპერაციული კვლევების და განახლებულ რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო გაიდლაინებთან დაკავშირებული საკითხები.