ფილტვის ოპერაცია ტუბერკულოზის ცენტრში – ფოტომასალა საოპერაციოდან

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ახალ რუბრიკას იწყებს. ჩვენ დროგამოშვებით შემოგთავაზებთ ჩვენს ცენტრში ჩატარებული ოპერაციების მიმოხილვას და ფოტომასალას. ჩვენი ექიმები წარმატებით ჩატარებული ოპერაციების შესახებ მოგვითხრობენ. ამჯერად ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა გოგიშვილი მოგვიყვება ფილტვის ოპერაციაზე. 

მამუკა მაჩაიძე – ქართველი სტუდენტი ემორის უნივერსიტეტიდან და სპეციალური პროექტი ტუბერკულოზის ცენტრში – ინტერვიუ

მამუკა მაჩაიძე ემორის უნივერსიტეტის სტუდენტია. ის საქართველოში სპეციალური პროექტით დაბრუნდა. სწავლობს ინფექციურ სფეროში არსებულ პრობლემებს, ხვდება ექიმებსა და სტუდენტებს. მისი მიზანია, ახალგაზრდები ინფექციური სფეროთი დააინტერესოს და გამოარკვიოს, რა პრობლემები არსებობს საქართველოში და როგორია ქართველი ექიმების პრაქტიკა. ერთთვიანი კვლევის შემდეგ, მისი ანალიზი აშშ-ში გაგრძელდება და მაისის ბოლოს შედეგებიც დაიდება. მამუკა მაჩაიძე ამჟამად თერაპიულ მიმართულებაზე სწავლობს, ივლისიდან კი, ნიუ…