საზოგადოების მრჩეველთა ჯგუფის ტრენინგი ტუბერკულოზის ცენტრში

2017 წლის 1 ოქტომბერს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, საზოგადოების ჩართულობის პროექტის ფარგლებში გაიმართა საზოგადოების მრჩეველთა ჯგუფის ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდნენ თბილისისა და საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები. საზოგადოების მრჩეველთა ჯგუფის წევრებმა გაიარეს ტრენინგი ტუბრკულოზის, ტუბერკულოზში მიმდინარე კლინიკური კვლევების, ამ კვლევებში საზოგადოების ჩართულობის და კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური ასპექტების შესახებ. ტრენინგის პროცესი იყო ინტერაქტიული და მოიცავდა დისკუსიებს, ჯგუფურ…