ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში პროფესორ ლამარა ვაშაკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

2017 წლის 27 ოქტომბერს, 16:00 სთ, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეფერალური ლაბორატორიის შენობაში გაიმართა პროფესორ ლამარა ვაშაკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქალაბატონი ლამარა ვაშაკიძე ათწლეულების მანძილზე თავდაუზოგავად შრომობდა და მოღვაწეობდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში და წარმატებულად ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრია-პულმონოლოგიის დეპარტამენტს. უზომოა ქ-ნ ლამარას ღვაწლი ტუბერკულოზთან…