ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში დაიწყო ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის უფასო პროგრამა

ტუბერკულოზისა და ფილტვის  დაავადებათა ეროვნულ ცენტრში დაიწყო ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის უფასო პროგრამა. ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის პროგრამას სრულად აფინანსებს თბილისის მერია. ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი მოიცავს უფასო ულტრასონოგრაფიულ კვლევას. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში უფასო ენდოკრინოლოგის კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში ღრმა კვლევების წარმოებას, რაც გულისხმობსთირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრას სისხლში (TSH) და კვანძის შემთხვევაში, კვანძის ბიოფსიასა და შემდგომ მასალის ციტოლოგიურ კვლევას.…

“ექსპერტიზ ფრანსის“ და გლობალური ფონდის „5% -იანი ინიციატივის“ ფარგლებში დაგეგმილი ქართულ-ფრანგული კოლაბორაციის ირგვლივ განხორციელებული ფრანგი პროფესორის ვიზიტი ტფდეც-ში

  30 ივლისს ჩვენს ცენტრს ეწვია APHP-ს (Siège de l’Assistance Publique – Hôpitaux de Paris)  წარმომადგენელი – ბ-ნი ჟან-ელ მალკინი. ის “5%-ი ინიციატივის” პროექტის სამედიცინო კოორდინატორია ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან. ბ-ნი მალკინის ვიზიტის მიზანია გაეცნოს ცენტრის აქტივობებს ტუბერკულოზის მენეჯმენტის კუთხით  და, ასევე შეხვდეს სპეციალისტებს, რომლებიც  სექტემბერში   ტრენინგზე მიემგზავრებიან პარიზის კლინიკებში. კოლაბორაციის შესახებ ინფორმაცია: “ექსპერტიზ ფრანსის“ და გლობალური…