“სიმენსის” ფირმის უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი ტფდეც-ში

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის დაფინანსებით გადმოეცა “სიმენსის” უახლესი მოდელის (Somaton Definition AS) კომპიტერული ტომოგრაფიის ჩასატარებელი აპარატი (კტ,CT), რომელიც სულ მალე შევა ექსპლუატაციაში.  დღეიდან უკვე დაიწყო   ჩვენი ცენტრის ახალი რენტგენოლოგების 5 დღიანი ტრენინგი. ტრენინგს ატარებს თურქეთიდან მოწვეული რენტგენოლოგი.