ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა განცხადება  ტელეკომპანია „იმედის“ ა.წ. 6 თებერვალს გადაცემა -„პრაიმ შოუში“გასული ერთი სიუჟეტის გამო

ცენტრის თანამშრომლებში  დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებს და ერთ-ერთ ნეგატიურ მაგალითად მოყვანილ იქნა  პაციენტ გიორგი ცეცხლაძის ისტორია. გიორგი ცეცხლაძე ეთერში ჩაერთო საფრანგეთიდან და ისაუბრა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევისას  საქართველოში დაშვებულ შეცდომებზე;  კერძოდ, აღნიშნა, რომ საქართველოში მას  ლიმფური კვანძების (როგორც თვითონ მიუთითებდა – „ჯირყველების“) ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევით დაესვა ლიმფომის დიაგნოზი,…