2019 წლის 24 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ორგანიზებით გაიმართა ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით

მოქმედების დროა!
დროა, დავამარცხოთ ტუბერკულოზი!

 

 

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ხელმძღვანელი პირები. ასევე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი და დარგის ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან.
კონფერენცია გახსნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა თამარ გაბუნიამ. პრეზენტაციები გააკეთეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორმა ბატონმა ზაზა ავალიანმა,
აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ნინო ნიჟარაძემ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა სანია ჩელებიციმ და საქართველოს ტუბერკულოზის კოალიციის წარმომადგენელმა ქალბატონმა ნინო ოსეფაიშვილმა.
კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

კონფერენციაზე წარმოდგეილი იყო ტუბერკულოზით დაავადბულტა და გარდაცვლილთა ცნობილი ადამიანების ფოტოები.

                                       

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.