2018 წლის 11 ოქტომბერს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდნენ ორგანიზაცია „Caritas Georgia“-ს (უპოვართა  დახმარება,  გულმოწყალებისა  და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში) წარმომადგენლები . კერძოდ, ბელგიის ოფისიდან  (Caritas Belgium) ტომას ჰუთჰეზელშაპი და ნაომი სეგერსი, და FEDASIL-იდან ( სახელმწიფო ფედერალური სააგენტოდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის)  – კაროლინ დე კოსტერი და ფრანკ ჰონტინსი.

ისინი ადგილზე გაეცნენ დაწესებულების ზოგად სამედიცინო მდგომარეობას, ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობის სპეციფიკას და მონიტორინგს.