2017 წლის მარტის თვეში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეოვნულ ცენტრში დაიწყო 5%-იანი ინიციატივის პროექტი “სამოქალაქო და პენიტენციურ სექტორში მულტირეზისტენტული და ზემდგრადად რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკური და კლინიკური მართვისათვის საჭირო პოტენციალის განვითარება საქართველოში ახალი ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების დანერგვისა და მულტირეზისტენტული და ზემდგრადად რეზისტენტული ტუბერკულოზის ტრანსმისიის ზედამხედველობის კონტექსტში”. პროექტის ერთი ერთი აქტივობა იყო ჩვენი ცენტრის ორი თანამშრომლის 3 თვით მივლინება საფრანგეთში, რათა ადგილზე შეესწავლათ პარიზის ბიჩეტისა და სალპეტრიერის კლინიკების მიდგომები და მკურნალობის რეჟიმები. ამ აქტივობის საბოლოო მიზანია საქართველოს 200 ექიმის დატრენინგება პარიზში მიღებული გამოცდილების საფუძველზე.  ქალბატონი ქეთევან ბარბაქაძე და ქალბატონი ლია ტრაპაიძე გახლდნენ ამ მიზეზით პარიზში და ამჟამად მიმდინარეობს აღნისნული ტრენინგები ტფდეც-ში.