ტუბერკულოზის სფეროში სამეცნიერო უნარჩვევების განვითარების სასწავლო პროგრამა (EGTB-RTP) ლოპოტაზე

2019 წლის 5-7 ივნისს ტუბერკულოზის სფეროში სამეცნიერო უნარჩვევების განვითარების სასწავლო პროგრამის კონფერენცია ლოპოტაზე ჩატარდა. EGTB-RTP გამოხატავს პარტნიორობას ატლანტის ემორის უნივერსიტეტსა (აშშ) და თბილისის ქართულ ინსტიტუტებს შორის, რომელთა შორისაა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი (NCTLD) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC); პროგრამაში ასევე ჩართულია ინფექციურ დაავადებათა, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (IDACIRC), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო…

Read more

ტუბერკულოზის და აივ/შიდსის გაერთიანებული კონფერენცია ჰააგაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის, დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ევროპის ცენტრის და ტუბერკულოზის ფონდის (KNCV) ორგანიზებით 2019 წლის 13-17 მაისს ჰააგაში ჩატარდა ტუბერკულოზის და აივ/შიდსის გაერთიანებული კონფერენცია და ვოლფჰეიზის ტრადიციული სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა ქვეყნებში ტუბერკულოზის და აივ/შიდსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა; C ჰეპატიტთან ერთად ამ ორი ინფექციის ერთდროული სკრინინგის და ინტეგრირებული მკურნალობის შესაძლებლობები; ტუბერკულოზის, მ.შ.…

Read more

ტუბერკულოზის მართვის სიახლეები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად განახლდა ტუბერკულოზის მართვის ნაციონალური გაიდლაინი და მნიშვნელოვნად შეიცვალა ლატენტური, პოლი და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის და მკურნალობის რეკომენდაციები, რომელთა დროული და ხარისხიანი იმპლემენტაციის მიზნით ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა, გლობალური ფონდის მხარდაჭერით დაგეგმა და ინტენსიურად ანხორციელებს სასწავლო კურსს „ტუბერკულოზის მართვის სიახლეები“. სწავლება 2019 წლის მაისსა და ივნისში განხორციელდება და ქვეყნის…

Read more

5%-იანი ინიციატივის პროექტი

2017 წლის მარტის თვეში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეოვნულ ცენტრში დაიწყო 5%-იანი ინიციატივის პროექტი “სამოქალაქო და პენიტენციურ სექტორში მულტირეზისტენტული და ზემდგრადად რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკური და კლინიკური მართვისათვის საჭირო პოტენციალის განვითარება საქართველოში ახალი ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების დანერგვისა და მულტირეზისტენტული და ზემდგრადად რეზისტენტული ტუბერკულოზის ტრანსმისიის ზედამხედველობის კონტექსტში”. პროექტის ერთი ერთი აქტივობა იყო ჩვენი ცენტრის ორი თანამშრომლის 3 თვით…

Read more

შეხვედრა ფრანგ ექიმებსა და ტფდეც-ის თანამშრომლებს შორის

მიმდინარე წლის 17 მაისს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ფრანგ ექიმებსა და ტფდეც-ის თანამშრომლებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშში სახელმწიფო სამინისტროს, გურჯაანის ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი “კახეთი-იონის” და კავშირი “თანადგომის” წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრო ევროსაბჭოს პარიზის ოფისის თანამშრომელი – მირტია მურჯია და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში – ტიფაინ ლუკასი.…

Read more