ტუბერკულოზის ცენტრს თურქმენი კოლეგები გამოცდილების მისაღებად ეწვივნენ
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს თურქმენი კოლეგები სტუმრობდნენ. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ქართული გამოცდილების გაზიარება გახდლათ. ისინი გაეცვნენ ცენტრის მუშაობას, ახალი წამლების დანერგვის ეტაპებს და იმ მიღწევებს, რომელთაც საქართველომ ტუბერკულოზის სფეროში ბოლო წლებში მიაღწია.