მოძრავი სამედიცინო ოთახი ტუბერკულოზის ცენტრში – #გენიალურობასიმარტივეშია

დღე დილის 9 საათზე იწყება. პირველ პაციენტთან შესახვედრად ემზადებიან. მოქმედი გმირები ციალა და ანი არიან. ექიმები, რომლებიც პაციენტს სახლში აკითხავენ. დიაგნოზი ყველასათვის ერთია – ტუბერკულოზი, სენსიტიური ან რეზისტენტული. მობილური ამბულატორია ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრიდან იწყებს მოძრაობას და პირველ ლოკაციამდე მიდის. პაციენტმა მოძრავი სამედიცინო ოთახის მისვლის დრო იცის, ამიტომ დათქმულ დროს მანქანასთან ჩნდება. მობილური ამბულატორია თანამედროვე ტიპის…

Read more

„ტექნიკური კონსულტაცია“ კიშინოვში – ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები მოლდოვეთში

მოლდოვეთის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინიოვში 2017 წლის 30 ივნისი-1ივლისს, გაიმართა შეხვედრა – „ტექნიკური კონსულტაცია“, ევროპის რეგიონის იმ 11 ქვეყნისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროექტ TB-REP-ში.

Read more

ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები მოლდოვეთში ევროპის რეგიონის ქვეყნების სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ

პარტნიორობა “STOP-TB” -ის, გლობალური ფონდის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის და ლონდონის სამეფო კოლეჯის ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების ურთიერთთანამშრომლობით 2017 წლის 28-30 ივნისს კიშინიოვში, მოლდოვეთი, გაიმართა ევროპის რეგიონის ქვეყნების სამუშაო შეხვედრა თემაზე – „მათემატიკური მოდელირების გამოყენებით ტუბერკულოზის პროგრამაში არსებული დანახარჯების შეფასება და მათი ზეგავლენა“.

Read more

ყაზბეგში ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგი ჩატარდა

ყაზბეგში ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგი ჩატარდა. ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგის პროგრამა (EGTB-RTP) გამოხატავს პარტნიორობას ატლანტის ემორის უნივერსიტეტსა (აშშ) და თბილისის ქართულ ინსტიტუტებს შორის, რომელთა შორისაა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი (NCTLD) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC); პროგრამაში ასევე ჩართულია ინფექციურ დაავადებათა, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (IDACIRC), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ)…

Read more

ბრიტანული გამოცემა ტუბერკულოზის ცენტრის შესახებ სტატიას აქვეყნებს

გავლენიანი ბრიტანული სამედიცინო გამოცემა TheBMJ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის ტრეინინგის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულმა კადრებმა სპეციალური ტრენინგი გაიარეს. სტატიაში ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები მაია ყიფიანი და ნელი სოლომონია გამოცემას საკუთარ ხედვას უზიარებენ.

Read more

Stream კვლევა – ანტი-ტუბერკულოზური მედიკამენტებით მკურნალობის რეჟიმის შეფასება

ტელეკომპანია “პულსი” – მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ანტი-ტუბერკულოზური მედიკამენტებით სტანდარტიზირებული მკურნალობის რეჟიმის შეფასება. https://www.youtube.com/watch?v=67ur-o5NzHw

Read more