მობილური ამბულატორია ტუბერკულოზის ცენტრში – ახალი სერვისი პაციენტებისათვის

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მობილური ამბულატორია ამოქმედდა. პროექტი საპილოტეა და გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში პაციენტებს შეეძლებათ ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები საკუთარ საცხოვრებელ არეალში მიიღონ, ან სულაც, თბილისის მასშტაბით მათთვის მოსახერხებელ ადგილას. ახალი სერვისის მეშვეობით პაციენტები დროს, ენერგიასა და ფინანსებს დაზოგავენ.

Read more

 2016 წლის ემორი-საქართველო ტუბერკულოზის კვლევის სასწავლო პროგრამა

ემორი-საქართველოს ერთობლივი ტუბერკულოზის კვლევის პროგრამა ფოკუსირებულია, რომ უზრუნველყოს დიდაქტიკური, მენტორირებადი სწავლება და ტუბერკულოზის კვლევა, პერსპექტიული ქართველი მკვლევარებისთვის. პროგარმის მიზანია, რომ უზრუნველყოს მსმენელები და მათი ინსტიტუციები: ცოდნით და უნარებით, რომ განახორციელონ შესაბამისი სამეცნიერო სახის კვლევები, საერთაშორისო თანამრომლობის დონეზე, ტუბერკულოზის სფეროსთან დაკავშირებით. (მაგალითად: კლინიკური ან წარდგენითი კვლევა, ეპიდემიოლოგიური კვლევა, განხორციელებადი მეცნიერება [ხანდახან მას ასევე უწოდებენ ოპერაციულ კვლევას],…

Read more

ტუბერკულოზის ცენტრს ფრანგულმა სააგენტომ ტიპირების ავტომატიზირებული აპარატი გადასცა

ტუბერკულოზის ცენტრს ფრანგულმა სააგენტომ ტიპირების ავტომატიზირებული აპარატი გადასცა. ეს არის სპეციალური Qiaxcel სისტემა, რომელიც მოლეკულური ტიპირებისათვის გამოიყენება. “საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზის ფრანგულმა სააგენტომ” („French Agency for International Technical Expertise (Expertise France) ” (Initiative 5%)) პროექტ “ინიციატივა 5%”-ის ფარგლებში ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრს ტუპირების ავტომატიზირებული აპარატი გადასცა. აპარატი ახალაშენებულ ლაბორატორიაშ განთავსდება. ახალი აპარატი ქართულ ლაბორატორიას ევროპულ სტანდარტებს გაუტოლებს და…

Read more

აზიის რესპიროლოგთა საზოგადოების კონგრესზე მოხსენებით ტუბცენტრის თანამშრომლები წარსდგნენ

2016 წლის 12-15 ნოემბერს ტაილანდში, ბანგკოკში ჩატარდა აზიის რესპიროლოგთა საზოგადოების 21-ე კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში ნანა ქირია და ცენტრის საინფორმაციო ბაზის მენეჯერი უჩა ნანავა.

Read more

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კურსი ბარსელონაში

2016 წლის 13-19 ოქტომბერს ბარსელონაში (ესპანეთი) ჩატარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კურსი ჯანდაცვის სისტემების განმტკიცებისათვის ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობის ასპექტში. კურსის ორგანიზატორი გახლდათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურო;

Read more

ევროპის რესპირაციული საზოგადოების კონგრესი და ტუბცენტრის წარმატება

საქართველო  იყო მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალო ქიმიოთერაპიულ რეჟიმში გამოყენებული იყო ახალი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატი ბედაქილინი. ბედაქილინის გამოყენება საქართველოში 2011 წლიდან დღემდე  განხორციელდა 3 ეტაპად:

Read more