მოძრავი სამედიცინო ოთახი ტუბერკულოზის ცენტრში – #გენიალურობასიმარტივეშია

დღე დილის 9 საათზე იწყება. პირველ პაციენტთან შესახვედრად ემზადებიან. მოქმედი გმირები ციალა და ანი არიან. ექიმები, რომლებიც პაციენტს სახლში აკითხავენ. დიაგნოზი ყველასათვის ერთია – ტუბერკულოზი, სენსიტიური ან რეზისტენტული. მობილური ამბულატორია ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრიდან იწყებს მოძრაობას და პირველ ლოკაციამდე მიდის. პაციენტმა მოძრავი სამედიცინო ოთახის მისვლის დრო იცის, ამიტომ დათქმულ დროს მანქანასთან ჩნდება. მობილური ამბულატორია თანამედროვე ტიპის…

Details

„ტექნიკური კონსულტაცია“ კიშინოვში – ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები მოლდოვეთში

მოლდოვეთის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინიოვში 2017 წლის 30 ივნისი-1ივლისს, გაიმართა შეხვედრა – „ტექნიკური კონსულტაცია“, ევროპის რეგიონის იმ 11 ქვეყნისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროექტ TB-REP-ში.

ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები მოლდოვეთში ევროპის რეგიონის ქვეყნების სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ

პარტნიორობა “STOP-TB” -ის, გლობალური ფონდის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის და ლონდონის სამეფო კოლეჯის ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების ურთიერთთანამშრომლობით 2017 წლის 28-30 ივნისს კიშინიოვში, მოლდოვეთი, გაიმართა ევროპის რეგიონის ქვეყნების სამუშაო შეხვედრა თემაზე – „მათემატიკური მოდელირების გამოყენებით ტუბერკულოზის პროგრამაში არსებული დანახარჯების შეფასება და მათი ზეგავლენა“.

ყაზბეგში ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგი ჩატარდა

ყაზბეგში ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგი ჩატარდა. ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგის პროგრამა (EGTB-RTP) გამოხატავს პარტნიორობას ატლანტის ემორის უნივერსიტეტსა (აშშ) და თბილისის ქართულ ინსტიტუტებს შორის, რომელთა შორისაა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი (NCTLD) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC); პროგრამაში ასევე ჩართულია ინფექციურ დაავადებათა, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (IDACIRC), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ)…

Details

ბრიტანული გამოცემა ტუბერკულოზის ცენტრის შესახებ სტატიას აქვეყნებს

გავლენიანი ბრიტანული სამედიცინო გამოცემა TheBMJ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის ტრეინინგის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულმა კადრებმა სპეციალური ტრენინგი გაიარეს. სტატიაში ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები მაია ყიფიანი და ნელი სოლომონია გამოცემას საკუთარ ხედვას უზიარებენ.

Details

Stream კვლევა – ანტი-ტუბერკულოზური მედიკამენტებით მკურნალობის რეჟიმის შეფასება

ტელეკომპანია “პულსი” – მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ანტი-ტუბერკულოზური მედიკამენტებით სტანდარტიზირებული მკურნალობის რეჟიმის შეფასება. https://www.youtube.com/watch?v=67ur-o5NzHw

Details

ტუბერკულოზის ცენტრში კლინიკური კვლევების ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ტუბერკულოზის მედიკამენტების განვითარების გლობალური ალიანსის (TB Alliance) მხარდაჭერით მიმდინარე კლინიკური კვლევების ფარგლებში იწყება ამ კლინიკურ კვლევებში საზოგადოების ჩართულობის პროექტი. აღნიშნული პროექტის მიზანია კლინიკურ კვლევებში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სხვადასხვა მხარეებს შორის, ასევე თვითონ საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება კლინიკურ კვლევებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 8 ივნისს გაიმართა შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან, ყოფილ ტბ პაციენტებთან, კლინიკურ…

Details

ტუბერკულოზის ცენტრში ჯინექსპერ სისტემა დაინსტალირდა – FAST სტრატეგია

ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა და მას ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. როგორც წესი, დაავადება ჰაერის გზით ვრცელდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებს (ფილტვის ტუბერკულოზი), თუმცა შეიძლება სხვა ქსოვილში/ორგანოშიც იყოს ლოკალიზებული (ფილტვგარეშე ტუბერკულოზი). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტუბერკულოზის ჯამური შემთხვევების რაოდენობა ყოველ წელს იკლებს, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი გავრცელება. ტუბერკულოზის ინფექციის მართვის ძირითი მიზანია ტუბერკულოზის დროული…

Details

დამყოლობის სამსახური ტუბერკულოზის ცენტრში – ინტერვიუ მიხეილ მაძღარაშვილთან

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში დამყოლობის სამსახურის ახალი სტრუქტურა შეიქმნა. სისტემის შესახებ სამსახურის კოორდინატორი მიხეილ მაძღარაშვილი გვესაუბრება.

ბავშვთა დაცვის დღე ტუბერკულოზის ცენტრში – “პულსის” სიუჟეტი

ტელეკომპანია “პულსის” სიუჟეტი – ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრში ბავშვთა დაცვის დღეს ბავშვთა ახალ განყოფილებაში შეხვდნენ