​სპეციალური ტრენინგი ექიმ-ენდოკრინოლოგებისათვის – ტუბერკულოზის გამოვლენა და მართვა შაქრიანი დიაბეტის ქონა პაციენტებში

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ორდღიანი სასწავლო ტრენინგები ჩატარდა. სასწავლო პროგრამა აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერაა დაფინანსებული. ტრენინგის მთავარი თემა – ტუბერკულოზის გამოვლენა და მართვა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გახლდათ. 

ტუბერკულოზის ცენტრს TB Rep პროექტის ფარგლებში უცხოელი კოლეგები ესტუმრნენ

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს გლობალური ფონდის TB Rep პროექტის ფარგლებში უცხოელი კოლეგები სტუმრობდნენ. მათ ვიზიტს ცენტრში დიდი გაერთიანებული შეხვედრა უძღვოდა, რომელიც 18 სექტემბერს ჩატარდა. გაერთიანებულ შეხვედრას მრავალი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანიც ესწრებოდა. გაერთიანებული შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტუბერკულოზის ცენტრი…

Details

თბილისში 2017 წლის ტუბერკულოზის სამიტი იმართება

ტუბერკულოზის შესახებ ევრაზიის პარლამენტართა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე და გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი – ბარონესა სატი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ნინო ბერძულს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძეს ხვდებიან. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტარებთან და სხვა სტუმრებთან ერთად თბილისში ევროპისა და ცენტრალური აზიის 2017…

Details

ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები უზბეკ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს უზბეკი კოლეგები ესტუმრნენ. ქართველი ექიმები უზბეკ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მათი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი, საქართველოს გამოცდილებისა და აქ დანერგილი პრაქტიკის ათვისება გახდა. რამდენიმე კაციანი ჯგუფი ძირითად სამუშაო შეხვედრებს ტუბერკულოზის ცენტრში მართავდნენ, თუმცა ისინი სხვადასხვა შეხვედრებსაც დაესწრნენ. უზბეკი სპეციალისტების ჯგუფი მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მართვაში, ახალი მედიკამენტების დანერგვის პროცესს გაეცნო. ტრენინგების ძირითად სერიას ტუბერკულოზის ეპიდზედამხედველობისა…

Details

ტუბერკულოზის ცენტრში ვეტერანებს უფასო კვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში ვეტერანებს უფასო კვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ. ტუბერკულოზის ცენტრში ვეტერნებს გამოკვლევები და კონსულტაციები პერმანენტულად უტარდებათ. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი მსგავს სოციალურ აქციებში დიდი ხანია მონაწილეობს და ცდილობს მსგავსი კატეგორიის ადამიანებს უფასო სამედიცინო დახმარება გაუწიოს. სპეციალურად ამ დღისთვის, ტუბერკულოზის ცენტრის ყველა ექიმი ვეტერანებს უსასყიდლოდ ემსახურება და მათთვის საჭირო ყველა…

Details

მოძრავი სამედიცინო ოთახი ტუბერკულოზის ცენტრში – #გენიალურობასიმარტივეშია

დღე დილის 9 საათზე იწყება. პირველ პაციენტთან შესახვედრად ემზადებიან. მოქმედი გმირები ციალა და ანი არიან. ექიმები, რომლებიც პაციენტს სახლში აკითხავენ. დიაგნოზი ყველასათვის ერთია – ტუბერკულოზი, სენსიტიური ან რეზისტენტული. მობილური ამბულატორია ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრიდან იწყებს მოძრაობას და პირველ ლოკაციამდე მიდის. პაციენტმა მოძრავი სამედიცინო ოთახის მისვლის დრო იცის, ამიტომ დათქმულ დროს მანქანასთან ჩნდება. მობილური ამბულატორია თანამედროვე ტიპის…

Details

„ტექნიკური კონსულტაცია“ კიშინოვში – ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები მოლდოვეთში

მოლდოვეთის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინიოვში 2017 წლის 30 ივნისი-1ივლისს, გაიმართა შეხვედრა – „ტექნიკური კონსულტაცია“, ევროპის რეგიონის იმ 11 ქვეყნისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროექტ TB-REP-ში.

ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები მოლდოვეთში ევროპის რეგიონის ქვეყნების სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ

პარტნიორობა “STOP-TB” -ის, გლობალური ფონდის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის და ლონდონის სამეფო კოლეჯის ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების ურთიერთთანამშრომლობით 2017 წლის 28-30 ივნისს კიშინიოვში, მოლდოვეთი, გაიმართა ევროპის რეგიონის ქვეყნების სამუშაო შეხვედრა თემაზე – „მათემატიკური მოდელირების გამოყენებით ტუბერკულოზის პროგრამაში არსებული დანახარჯების შეფასება და მათი ზეგავლენა“.

ყაზბეგში ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგი ჩატარდა

ყაზბეგში ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგი ჩატარდა. ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგის პროგრამა (EGTB-RTP) გამოხატავს პარტნიორობას ატლანტის ემორის უნივერსიტეტსა (აშშ) და თბილისის ქართულ ინსტიტუტებს შორის, რომელთა შორისაა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი (NCTLD) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC); პროგრამაში ასევე ჩართულია ინფექციურ დაავადებათა, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (IDACIRC), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ)…

Details