ტუბერკულოზის ცენტრს ფრანგულმა სააგენტომ ტიპირების ავტომატიზირებული აპარატი გადასცა

ტუბერკულოზის ცენტრს ფრანგულმა სააგენტომ ტიპირების ავტომატიზირებული აპარატი გადასცა. ეს არის სპეციალური Qiaxcel სისტემა, რომელიც მოლეკულური ტიპირებისათვის გამოიყენება. “საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზის ფრანგულმა სააგენტომ” („French Agency for International Technical Expertise (Expertise France) ” (Initiative 5%)) პროექტ “ინიციატივა 5%”-ის ფარგლებში ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრს ტუპირების ავტომატიზირებული აპარატი გადასცა. აპარატი ახალაშენებულ ლაბორატორიაშ განთავსდება. ახალი აპარატი ქართულ ლაბორატორიას ევროპულ სტანდარტებს გაუტოლებს და…

Details

აზიის რესპიროლოგთა საზოგადოების კონგრესზე მოხსენებით ტუბცენტრის თანამშრომლები წარსდგნენ

2016 წლის 12-15 ნოემბერს ტაილანდში, ბანგკოკში ჩატარდა აზიის რესპიროლოგთა საზოგადოების 21-ე კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში ნანა ქირია და ცენტრის საინფორმაციო ბაზის მენეჯერი უჩა ნანავა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კურსი ბარსელონაში

2016 წლის 13-19 ოქტომბერს ბარსელონაში (ესპანეთი) ჩატარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კურსი ჯანდაცვის სისტემების განმტკიცებისათვის ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობის ასპექტში. კურსის ორგანიზატორი გახლდათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურო;

ევროპის რესპირაციული საზოგადოების კონგრესი და ტუბცენტრის წარმატება

საქართველო  იყო მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალო ქიმიოთერაპიულ რეჟიმში გამოყენებული იყო ახალი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატი ბედაქილინი. ბედაქილინის გამოყენება საქართველოში 2011 წლიდან დღემდე  განხორციელდა 3 ეტაპად:

საქართველოში STREAM კვლევის საზოგადოების ჩართულობის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

30 ნოემბერსა და 2 დეკემბერს საქართველოში STREAM კვლევის საზოგადოების ჩართულობის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი Stream კვლევისა და კლინიკური კვლევის გაცნობა გახლდათ. შეხვედრაზე უცხოელ კოლეგებთან ერთად მოხსენებებით ტუბცენტრის წარმომადგენლები წარსდგნენ.

ტუბერკულოზის ცენტრს თურქმენი კოლეგები გამოცდილების მისაღებად ეწვივნენ

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს თურქმენი კოლეგები სტუმრობდნენ. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ქართული გამოცდილების გაზიარება გახდლათ. ისინი გაეცვნენ ცენტრის მუშაობას, ახალი წამლების დანერგვის ეტაპებს და იმ მიღწევებს, რომელთაც საქართველომ ტუბერკულოზის სფეროში ბოლო წლებში მიაღწია.

ზაზა ავალიანი The Union -ის 47-ე საერთაშორისო კონფერენციაში სიტყვით გამოვიდა

ლივერპულში The Union -ის რიგით 47-ე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 2000-ზე მეტი დელეგატი. სულ ჩატარდა 18 პლენარული შეხვედრა, 54 სიმპოზიუმი, 20-ზე მეტი ვორქშოპი, 15 ზეპირი აბსტრაქტების სესია, 19 პოსტერების დისკუსიის სესია, სატელიტური და პარალელური შეხვედრები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი ტუბცენტრის დირექტორმა ზაზა ავალიანმა და ვეტერანთა სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა მოაწერეს. 

ვეტერანის კვირეულის ფარგლებში ვეტერანებს უფასო კვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ

ვეტერანის კვირეულის ფარგლებში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრსა და ლაიონსების თვალის ცენტრში ვეტერანებს უფასო კვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ. ვეტერანებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია იმყოფებოდა. უახლოეს მომავალში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრთან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გააფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მკურნალობაზე სხვადასხვა შეღავათებს ითვალისწინებს.

Details

ვაკანსია – ადმინისტრაციული და საბუღალტრო საქმიანობების მენეჯერი

ორგანიზაციაში – თანამდებობა/პოზიცია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი –  ადმინისტრაციული და საბუღალტრო საქმიანობების  მენეჯერი MSF  ექიმები საზღვრებს გარეშე –  ადამიანური რესურსების მართვა და ფინანსური მენეჯერი

Details