მამუკა მაჩაიძე – ქართველი სტუდენტი ემორის უნივერსიტეტიდან და სპეციალური პროექტი ტუბერკულოზის ცენტრში – ინტერვიუ

მამუკა მაჩაიძე ემორის უნივერსიტეტის სტუდენტია. ის საქართველოში სპეციალური პროექტით დაბრუნდა. სწავლობს ინფექციურ სფეროში არსებულ პრობლემებს, ხვდება ექიმებსა და სტუდენტებს. მისი მიზანია, ახალგაზრდები ინფექციური სფეროთი დააინტერესოს და გამოარკვიოს, რა პრობლემები არსებობს საქართველოში და როგორია ქართველი ექიმების პრაქტიკა. ერთთვიანი კვლევის შემდეგ, მისი ანალიზი აშშ-ში გაგრძელდება და მაისის ბოლოს შედეგებიც დაიდება. მამუკა მაჩაიძე ამჟამად თერაპიულ მიმართულებაზე სწავლობს, ივლისიდან კი, ნიუ…

Details

ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს დაესწრნენ

23 თებერვალს სასტუმრო ჰოლიდეი ინში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა. სხდომა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავიტ სერგეენკომ გახსნა.

ტუბერკულოზის ცენტრს აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევების დირექტორატი სტუმრობდა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევების დირექტორატი სტუმრობდა. ორგანიზაცია საქართველოში ვოლერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის განაყოფს წარმოადგენს.

ტუბერკულოზის ცენტრში endTB კლინიკური კვლევის ტრეინინგი-სწავლება ჩატარდა

2017 წლის 31 იანვარს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ერონულ ცენტრში ჩატარდა endTB კლინიკური კვლევის საინიციაციო ტრეინინგი – სწავლება. აღნიშნული სწავლება ჩაატარა და თეორიული მასალით უზრუნველყოფა გაუწია საქართველოში მოღწვაწე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ MSF-მა (საფრანგეთის მისია საკართველოში). კვლევის მიზიანია კლინიკური კვლევის ინიციირება სრულ მასშტაბში, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალი სამკურნალო რეჟიმების შემუშავებას. ასევე, უნდა აღინიშნოს რომ საქართველო იქნება…

Details

მობილური ამბულატორია ტუბერკულოზის ცენტრში – ახალი სერვისი პაციენტებისათვის

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მობილური ამბულატორია ამოქმედდა. პროექტი საპილოტეა და გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში პაციენტებს შეეძლებათ ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები საკუთარ საცხოვრებელ არეალში მიიღონ, ან სულაც, თბილისის მასშტაბით მათთვის მოსახერხებელ ადგილას. ახალი სერვისის მეშვეობით პაციენტები დროს, ენერგიასა და ფინანსებს დაზოგავენ.

Details

 2016 წლის ემორი-საქართველო ტუბერკულოზის კვლევის სასწავლო პროგრამა

ემორი-საქართველოს ერთობლივი ტუბერკულოზის კვლევის პროგრამა ფოკუსირებულია, რომ უზრუნველყოს დიდაქტიკური, მენტორირებადი სწავლება და ტუბერკულოზის კვლევა, პერსპექტიული ქართველი მკვლევარებისთვის. პროგარმის მიზანია, რომ უზრუნველყოს მსმენელები და მათი ინსტიტუციები: ცოდნით და უნარებით, რომ განახორციელონ შესაბამისი სამეცნიერო სახის კვლევები, საერთაშორისო თანამრომლობის დონეზე, ტუბერკულოზის სფეროსთან დაკავშირებით. (მაგალითად: კლინიკური ან წარდგენითი კვლევა, ეპიდემიოლოგიური კვლევა, განხორციელებადი მეცნიერება [ხანდახან მას ასევე უწოდებენ ოპერაციულ კვლევას],…

Details

ტუბერკულოზის ცენტრს ფრანგულმა სააგენტომ ტიპირების ავტომატიზირებული აპარატი გადასცა

ტუბერკულოზის ცენტრს ფრანგულმა სააგენტომ ტიპირების ავტომატიზირებული აპარატი გადასცა. ეს არის სპეციალური Qiaxcel სისტემა, რომელიც მოლეკულური ტიპირებისათვის გამოიყენება. “საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზის ფრანგულმა სააგენტომ” („French Agency for International Technical Expertise (Expertise France) ” (Initiative 5%)) პროექტ “ინიციატივა 5%”-ის ფარგლებში ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრს ტუპირების ავტომატიზირებული აპარატი გადასცა. აპარატი ახალაშენებულ ლაბორატორიაშ განთავსდება. ახალი აპარატი ქართულ ლაბორატორიას ევროპულ სტანდარტებს გაუტოლებს და…

Details

აზიის რესპიროლოგთა საზოგადოების კონგრესზე მოხსენებით ტუბცენტრის თანამშრომლები წარსდგნენ

2016 წლის 12-15 ნოემბერს ტაილანდში, ბანგკოკში ჩატარდა აზიის რესპიროლოგთა საზოგადოების 21-ე კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში ნანა ქირია და ცენტრის საინფორმაციო ბაზის მენეჯერი უჩა ნანავა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კურსი ბარსელონაში

2016 წლის 13-19 ოქტომბერს ბარსელონაში (ესპანეთი) ჩატარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კურსი ჯანდაცვის სისტემების განმტკიცებისათვის ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობის ასპექტში. კურსის ორგანიზატორი გახლდათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურო;

ევროპის რესპირაციული საზოგადოების კონგრესი და ტუბცენტრის წარმატება

საქართველო  იყო მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალო ქიმიოთერაპიულ რეჟიმში გამოყენებული იყო ახალი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატი ბედაქილინი. ბედაქილინის გამოყენება საქართველოში 2011 წლიდან დღემდე  განხორციელდა 3 ეტაპად: