გიორგი კუჭუხიძემ კოლეგებს ბრატისლავაში მიღებული გამოცდილება გაუზიარა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ოფიცერმა, გიორგი კუჭუხიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 21-22 ივნისს, ბრატისლავაში გამართული ტუბერკულოზის პროგრამის მენეჯერების შეხვედრაზე განხილული საკითხების ანგარიში. შეხვედრაზე განიხილეს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების, ოპერაციული კვლევების და განახლებულ რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო გაიდლაინებთან დაკავშირებული საკითხები.

Details

მედიკამენტებზე ფარმაკო-უსაფრთხოების ელექტრონული მართვის სისტემა ინერგება

საქართველოში ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტებზე ფარმაკო-უსაფრთხოების ანგარიშების ელექტრონული მართვის სისტემის დანერგვა USAID/SIAPS -ის და MSH-ის ტექნიკური დახმარებით….

ტუბერკულოზის ცენტრს ორგანიზაცია MSH-დან სტუმრობდნენ – ამერიკული გამოცდილების გაზიარება

პირველად საქართველოში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტს ორგანიზაცია MSH-დან სტუმრობდნენ.  ჯილ პარამბირი, უფროსი ტექნიკურიო მრჩეველი და ანტონია ქვისიენი, ჯანმრთელობის მეცნიერებათა მენეჯერი,  ცენტრის პერსონალის დასატრენინგებლად ჩამოვიდა. აღსანიშნავია რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მათი ვიზიტი განხორციელდა. გარდა ამისა, ცენტრში შემოტანალია ახალი მედიკამენტები და, თანაც, დაწყებულია ფარმაკო ზედამხედველობის სამსახურის აქტიური მუშაობა.  სწორედ ამიტომ ჯილ პარამბირისა და ანტონია ქვისიენის…

Details

ბავშვთა – ძველი და ახალი განყოფილება – გრანდიოზული გარდასახვა

წლების განმავლობაში ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი მძიმე პრობლემის წინაშე იდგა. ბავშვთა განყოფილება ფაქტობრივად არ არსებობდა და ცენტრის მუშაობა ამ მიმართულებით უნაყოფოდ წარიმართებოდა. გაუმართავი ინსფრასტრუქტურა და მძიმე პირობები, პაციენტებთან ერთად, პერსონალსაც მძიმე ვითარებაში აგდებდა. ცენტრი თუ მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებოდა, ხშირად ეს ბავშვთა განყოფილების „დამსახურება“ იყო. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა.

ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის კვლევის ტრეინინგ-პროგრამა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრსა და ემორის უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ერთმანეთთან. ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ემორი-საქართველოს პროექტის მიზანია ცენტრის ბაზაზე შერჩევითი გზით კადრების კვალიფიკაციის ზრდა კლინიკური კვლევების უნარ-ჩვევების სრულყოფის მიმართულებით. მათ მიერ არა ერთი კადრის მომზადება იქნა დაფინანსებული, როგორც საქართველოში, დისტანციური სწავლების მეთოდით, ასევე ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში. მათი მენტორობით  მიმდინარე წელს ჩვენს…

Details

ყირგიზები მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მართვაში საქართველოს გამოცდილებას ეზიარნენ

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს, 6-დან 10 ივნისის ჩათვლით, ყირგიზეთიდან, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ძირითადი წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი, საქართველოს გამოცდილებისა და აქ დანერგილი პრაქტიკის ათვისება გახდა. 9 კაციანი ჯგუფი ძირითად სამუშაო შეხვედრებს ტუბერკულოზის ცენტრში მართავდნენ, თუმცა ისინი სხვადასხვა შეხვედრებსაც დაესწრნენ. ყირგიზი სპეციალისტების ჯგუფი მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მართვაში, ახალი მედიკამენტების დანერგვის პროცესს გაეცნო.

ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრს მწვანე შუქის კომიტეტის მისია სტუმრობდა

6 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს „მწვანე შუქის კომიტეტის“ ექსპერტი, ელმირა გურბანოვა სტუმრობდა. ვიზიტის მთავარი არსი, ქვეყანაში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა იყო. 4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი დეტალურად გაეცნო ქვეყნის სტრატეგიას, კლინიკური და პროგრამული მართვის პრინციპებს. შეისწავლა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის პროგრამაში ჩართული პაციენტების შემთხვევები და საკუთარი…

Details

ტუბერკულოზის ცენტრში ბავშვთა ახალი განყოფილება იხსნება – გრანდიოზული პროექტი

წლების განმავლობაში ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი მძიმე პრობლემის წინაშე იდგა. ბავშვთა განყოფილება ფაქტობრივად არ არსებობდა და ცენტრის მუშაობა ამ მიმართულებით უნაყოფოდ წარიმართებოდა. გაუმართავი ინსფრასტრუქტურა და მძიმე პირობები, პაციენტებთან ერთად, პერსონალსაც მძიმე ვითარებაში აგდებდა. ცენტრი თუ მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებოდა, ხშირად ეს ბავშვთა განყოფილების „დამსახურება“ იყო. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ახალ ლაბორატორიას ხსნის – ინოვაციური მედიცინა

ქართულ სამედიცინო სფეროს მსოფლიო დონის კიდევ ერთი ლაბორატორია შეემატება. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი სპეციალიზირებულ თანამედროვე ლაბორატორიას ხსნის. ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ახლა ის მოპირკეთებისა და მოწყობის საბოლოო დეტალებს გადის. ახალი ლაბორატორიის მნიშვნელობა უპრეცედენტოა. ვინაიდან ის საქართველოში ერთადერთი ცენტრია, რომელიც სწორედ ამ დაავადების კვლევასა და მონიტორინგზე იმუშავებს.

Details