ფილტვის ოპერაცია ტუბერკულოზის ცენტრში – ფოტომასალა საოპერაციოდან

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ახალ რუბრიკას იწყებს. ჩვენ დროგამოშვებით შემოგთავაზებთ ჩვენს ცენტრში ჩატარებული ოპერაციების მიმოხილვას და ფოტომასალას. ჩვენი ექიმები წარმატებით ჩატარებული ოპერაციების შესახებ მოგვითხრობენ. ამჯერად ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა გოგიშვილი მოგვიყვება ფილტვის ოპერაციაზე.