სასწავლო ტური ჩვენს ცენტრში

16 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში  საქველმოქმედო სასწავლო ტურის ფარგლებში სტუმრად იმყოფებიან თურქმენეთის და ტაჯიკეთის ტუბერკულოზის პროგრამებიდან 14 კაციანი დელეგაცია. აღნიშნული სასწავლო ტურის შესახებ მოთხოვნა მიღებული გვაქვს შესაბამისი ქვეყნების ჯანმოს ოფისებიდან და ეს სასწავლო ტური ასევე მნიშვნელოვანია ჯანმოს კოლაბორაციული სასწავლო ცენტრის სტატუსის მიღებისთვის.

ტუბერკულოზის ცენტრში endTB კლინიკური კვლევის ტრეინინგი-სწავლება ჩატარდა

2017 წლის 31 იანვარს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ერონულ ცენტრში ჩატარდა endTB კლინიკური კვლევის საინიციაციო ტრეინინგი – სწავლება. აღნიშნული სწავლება ჩაატარა და თეორიული მასალით უზრუნველყოფა გაუწია საქართველოში მოღწვაწე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ MSF-მა (საფრანგეთის მისია საკართველოში). კვლევის მიზიანია კლინიკური კვლევის ინიციირება სრულ მასშტაბში, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალი სამკურნალო რეჟიმების შემუშავებას. ასევე, უნდა აღინიშნოს რომ საქართველო იქნება…

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი ტუბცენტრის დირექტორმა ზაზა ავალიანმა და ვეტერანთა სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა მოაწერეს. 

ტრენინგების სერია ტუბერკულოზის ცენტრის მედპერსონალისათვის

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში ტრენინგების სერია იწყება. ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და მასში მონაწილეობას ცენტრის მედპერსონალი მიიღებს. ტრენინგის სახელწოდება: ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების უსაფრთხოების აქტიური მონიტორინგი და მართვა და სერიოზული არასასურველი მოვლენების რეგისტრაცია-ანგარიშგება საქართველოს ტუბერკულოზის პროგრამაში ” ტრენინგები დაგეგმილია, 12, 13, 14 სექტემბერს. ტრენინგს ჩაატარებენ ნინო ლომთაძე და ნანა ქირია. იხილეთ ტრენინგის aDSM Agenda_Group 3, 29-31 August