1996 წელს წარჩინებით დავასრულე ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ექიმ-პედიატრის სპეციალობით. 1997-2000 წწ ვმუშაობდი ქ. ქუთაისის ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერში. 2003 წელს ჩავაბარე სალიცენზიო გამოცდა ფთიზიატრიაში, 2004-დღემდე ვმუშაობ ქ.თბილისის ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში, ეპიდემიოლოგის თანამდებობაზე, 2005 – 2013წწ გახლდით „შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ ტუბერკულოზის პროექტის ტრენინგების ორგანიზატორი. 2014 წლიდან დღემდე გახლავართ „შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ ტუბერკულოზის პროგრამის მართვა-კოორდინაციის სამსახურის კოორდინატორი