M.D. MSc, დოქტორანტი, მუშაობს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში სადაც ის ხელმძღვანელობს ეპიდზედამხედველობისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტს.  გარდა ამისა, 2012 წლიდან იგი არის  საქართველოში გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინატორი. მას გააჩნია ტუბერკულოზის სფეროში 12 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილება და ეკავა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციები. ის გახლდათ ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი სპეციალისტი, სამცნიერო კველევების კოორდინატორი. ამჟამად ის სათავეში უდგას ქვეყანაში ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების დანერგვის პროცესს და მედიკამენტების უსაფრთხო ადმინისტრირებისთვის საჭირო ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შექმნას და ფუნქციონირებას.

ქალბატონი ლომთაძე გახლავთ ფოგარტის საერთაშორისო სტიპენდიანტი, რისი დახმარებითაც მას მიეცა შესაძლებლობა გაეარა ინტენსნიური 2 წლიანი სწავლება ემორის უნივერსიტეტში და დაუფლებოდა ემორის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მეცნიერების მაგისტირს ხარისხს.

ის არის პირველი წლის დოქტორანტი საქართველოს ერთ-ერთ უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში.  მიზნად ისახავს შეისწავლოს ტუბერკულოზის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები  და მიღებული ცოდნით ხელი შეუწყოს დაავადების ეფექტურ მართვას.

გარდა ამისა, ქალბატონი ლომთაძე არის მენტორი ახალგაზრდა მკვლევარებისა და ხელს უწყობს ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე ადამიანების კვლევითი უნარების განვითარებას. ის ასწავლის საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტებში ისეთ საგნებს როგორიცაა ეპიდემიოლოგია,  კლინიკური კვლევის საფუძვლები, ბიოსტატისტიკა და ამავდროულად ეწევა ტუბერკულოზის როგორც ერთ-ერთი მივიწყებული დარგის პოპულარიზაციას ახალგაზრდა სამედიცინო თაობაში.

ქალბატონი ლომთაძე მიიჩნევს, რომ საქართველო ბევრი ნიჭიერი  ადამიანით დასახლებული პატარა ქვეყანაა რომელსაც რეალური შესაძლებლობა გააჩნია დაამარცხოს ისეთი სასიკვდილო დაავადება როგორიც ტუბერკულოზია და აქვს ამბიცია, რომ რომ თავადაც იყოს დაავადების ელიმინაციის პროცესში ჩართული.