ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მე-2 თერაპიული განყოფილება გაშლილია 30 საწოლზე. საწოლების ნაწილი განკუთვნილია სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთხვევების სტაციონარული  კვლევისათვის და რეგულარული ტუბერკულოზის სამკურნალოდ.

სადიაგნოზო შემთხვევათა კვლევისას გამოიყენება როგორც აპრობირებული, ასევე თანამედროვე  მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური,ლაბორატორიული და ინსტრუმენტული  მეთოდები.

სასუნთქი სისტემის რადიოლოგიური კვლევები  მაღალტექნოლოგიურია და მოიცავს ციფრულ რენტგენოგრაფიას, 64-შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტირებით, ულტრასონოგრაფიას.

პაციენტთა ,როგორც სადიაგნოზო,ასევე სამკურნალო შემთხვევებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასუნთქი სისტემის რესპირაციული ფუნქციების შეფასებას.განსაკუთრებით კი ფონური დაავადებების თანაარსებობისას.გამოკვლევები ტარდება როგორც კომპიუტერული სპირომეტრიული მეთოდის გამოყენებით,ასევე ულტრათანამედროვე აპარატის -ბოდიპლეტიზმოგრაფის გამოყენებით,რაც იძლევა საშუალებას მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასუნთქი სისტემის ფუნქციური სტატუსის შესახებ.

ვინაიდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზას, განყოფილება აქტიურად მონაწილეობს რეზიდენტებისა და უმცროსი ექიმების დიპლომის შემდგომი განათლების პროცესში.

განყოფილება შეიქმნა 1990 წელს. ამჟამად განყოფილებაში 16 თანამშრომელია, აქედან 4 ექიმი-ფთიზიო-პულმონოლოგი:მარინა ჯანელიძე, მარიკა ერისთავი, ხათუნა გოგიბერიძე და ირინა საბულუა. განყოფილებას ხელმძღვანელობს ქ-ნი მარინა ჯანელიძე;

განყოფილების თითოეული თანამშრომელი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და უმაღლესი კვალიფიკაციით.

საშუალო მედ-პერსონალს გავლილი აქვს USAID-ის ორგანიზებული ტრეინინგების კურსი, ასევე ექთანთა გადამზადების ტრენინგები.

განყოფილების სამედიცინო პერსონალი ჩართულია ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ბაზაზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მულტიცენტრულ საერთაშორისო კვლევებში ; რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებში და კონფერენციებში;

ირინა საბულუა +995 591414218 irina.sabulua@yahoo.com

ხათუნა გოგიბერიძე +995 599110149 khatunagogiberidze@ymail.com

მარინა ჯანელიძე: +995 599564334 janelidzemarina@yahoo.com

მარიკა ერისთავი: +995 599540393 ma.eristavi@gtmail.com