ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მე-3 თერაპიული განყოფილება შეიქმნა და ფუნქციონირებს ცენტრის ბაზაზე 2001 წლიდან. განყოფილება 2008 წლიდან ახორციელებს  მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სტაციონარულ რეჟიმში და წარმოდგენს ერთერთ ცენტრალურ რგოლს ქვეყანაში ამ განსაკუთრებით საშიშ ინფექციასთან ბრძოლაში.  განყოფილებაში 2018 წლიდან ასევე მიმდინარეობს რეზისტენტობის მაღალი რისკის მქონე სენსიტიური ტუბერკულოზის შემთხვევების მართვა  მკურნალობის სტაციონარულ ეტაპზე.

მე-3 თერაპიული განყოფილება აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობაში. ამჟამად განყოფილების ბაზაზე მიმდინარეობს ორი კლინიკური კვლევა, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებით მოკლევადიანი ეფექტური რეჟიმების შემუშავებას.

განყოფილების დატვირთვა შეადგენს 64 საწოლს. განყოფილების ხელძღვანელია  ქეთევან ბარბაქაძე. აქტივობებს ახორციელებენ ექიმები: ლალი მიქიაშვილი, ნინო ძიძიკაშვილი, ვალენტინა ჯმუხაძე, იზა ჯიქია და ნინო ქაჯაია, 23 ექთანი და  18 სანიტარი.

განყოფილების თანამშრომლები:

 

ქეთევან ბარბაქაძე, განყოფილების ხელმძღვანელი

დაბადების თარიღი: 04 აპრილი, 1956 წელი

კატეგორია: ექიმი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს

1979-1988 წწ-ში მუშაობდა ზოგადი პრაქტიკის ექიმად. 1988 წ-დან მუშაობდა ფტიზიატრ- პულმონოლოგად საქართველოს რკინიგზის ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერ-საავადმყოფოში. 2001 წლიდან არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ფტიზიატრი- პულმონოლოგი. 2004 წლიდან ხელმძღვანელობს ცენტრის მე-3-ე თერაპიულ განყოფილებას. არის სხვადასხვა სამეცნიერო და კლინიკური კვლევების მონაწილე, სამეცნიერო შრომების თანაავტორი. მონაწილეობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებში. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

ნინო ძიძიკაშვილი, ექიმი – ორდინატორი

დაბადების თარიღი: 29 მარტი, 1972 წელი
კატეგორია: ექიმი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1998 წელს. 2001-2005 წწ. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კერძო რეზიდენტურის კურსი ფტიზიატრიის სპეციალობით. 2006 წელს გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი  პროფესიული განვითარების ინსტიტუტის  რეზიდენტურის შემოკლებული კურსი სპეციალობაში  ,,შინაგანი სნეულებები“.
1999-2003 წწ. მუშაობდა თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების  სამსახურში ზოგადი პროფილის ექიმად.

2005 წლიდან  დღემდე  არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ფტიზიატრი-პულმონოლოგი. არის სხვადასხვა სამეცნიერო და კლინიკური კვლევების მონაწილე, სამეცნიერო შრომების თანაავტორი. მონაწილეობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებში. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

ვალენტინა ჯმუხაძე, ექიმი-ორდინატორი

დაბადების თარიღი: 13 აპრილი, 1960 წელი

კატეგორია: ექიმი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1990 წელს. 2015 წელს გაიარა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურის კურსი ოჯახის ექიმის სპეციალობით.
1990-2000 წწ-ში მუშაობდა ზოგადი პრაქტიკის ექიმად, 2001 წლიდან ფთიზიატრ-პულმონოლოგად სასჯელაღსრულების მე-19 დაწესებულებაში, 2015 წლიდან არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ფტიზიატრ-პულმონოლოგი. არის სხვადასხვა სამეცნიერო და კლინიკური კვლევების მონაწილე, სამეცნიერო შრომების თანაავტორი. მონაწილეობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებში. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

 

იზა ჯიქია, ექიმი-ორდინატორი

დაბადების თარიღი: 05 აგვისტო 1962 წელი

კატეგორია: ექიმი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი1993 წელს. 1996-1999 წწ-ში გაიარა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურის კურსი ფტიზიატრიის სპეციალობით. 1999-2009 წწ-ში მუშაობდა 22-ე ბავშვთა პოლიკლინიკაში უბნის პედიატრად. 2001 -2009 წწ-ში მუშაობდ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში ბავშვთა ფტიზიატრ- პულმონოლოგად.  2008 წლიდან არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მე-3 თერაპიული განყოფილების ფტიზიატრ-პულმონოლოგი. არის სხვადასხვა სამეცნიერო და კლინიკური კვლევების მონაწილე, სამეცნიერო შრომების თანაავტორი. მონაწილეობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებში. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

ლალი მიქიაშვილი, ექიმი-ორდინატორი

დაბადების თარიღი: 01 დეკემბერი, 1967 წელი

კატეგორია: ექიმი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს. 2001 წელს გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი  პროფესიული განვითარების ინსტიტუტის  მოკლე კურსი სპეციალობაში  ,,შინაგანი სნეულებები.“ 2005 წელს გაიარა ევროპის რესპირაციული საზოგადოების სტაჟირების კურსი.  2017-18 წწ-ში გაიარა ემორის უნივერსიტეტის ტრეინინგის კურსი კლინიკურ კვლევებში.

1994 წლიდან მუშაობდა  საქართველოს რკინიგზის ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერ-საავადმყოფოში ფტიზიატრ-პულმონოლოგად. 2001 წლიდან არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ფტიზიატრ-პულმონოლოგი.  არის სხვადასხვა სამეცნიერო და კლინიკური კვლევების მონაწილე, სამეცნიერო შრომების ავტორი და თანაავტორი. მონაწილეობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებში. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

მედეა ონიანი,  ექიმი-ორდინატორი

დაბადების თარიღი: 20 მაისი, 1966 წელი

კატეგორია: ექიმი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1994 წელს. 1996-1999 წწ-ში გაიარა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურის კურსი ფტიზიატრიის სპეციალობით. 2006 წლიდან არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ფტიზიატრ-პულმონოლოგი და ამასთანავე აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო სააავადმყოფოს რეზისტენტული განყოფილების ხელმძღვანელი.  არის სხვადასხვა სამეცნიერო და კლინიკური კვლევების მონაწილე, სამეცნიერო შრომების თანაავტორი. მონაწილეობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებში. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

 

ნინო ქაჯაია,  ექიმი-ორდინატორი

დაბადების თარიღი: 20 აგვისტო 1980 წელი

კატეგორია: ექიმი

2008 წელს დაამთავრა აღდგენითი ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის სამედიცინო ინსტიტუტი. 2010-2014 წწ-ში გაიარა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეზიდენტურის კურსი სპეციალობით „ფტიზიატრია-პულმონოლოგია.“ 2014 წლიდან არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ფტიზიატრ-პულმონოლოგი. არის სხვადასხვა სამეცნიერო და კლინიკური კვლევების მონაწილე, სამეცნიერო შრომების თანაავტორი. მონაწილეობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებში. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.