ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მე-4 თერაპიული განყოფილება 30 საწოლზეა გაშლილი და აქ თავსდებიან პაციენტები ტუბერკულოზის რთულად სადიაგნოზო შემთხვევებისა და რეგულარული (წამლების მიმართ სენსიტიური) ტუბერკულოზის  განსაკუთრებული შემთხვევების მართვის მიზნით.

განყოფილებაში 16  თანამშრომელია .მათ შორის არიან  ამ დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები–ნინო პაიჭაძე,ქეთევან წოწკოლაური და რუსუდან მარშანიშვილი .განყოფილებას ხელმძღვანელობს ( 2001 წლიდან)   მედიცინის დოქტორი,ფთიზიო-პულმონოლოგი -ლალი კუპრეიშვილი. საშუალო მედპერსონალს გავლილი აქვს ექთანანთა გადამზადების რამდენიმე  ტრენინგი(ბოლოს 2018

წელს- კრიტიკული მედიცინის საექთნო კურსი) .

კალენდარული წლის განმავლობაში მეოთხე თერაპიულ განყოფილებაში საშუალოდ –320 პაციენტი თავსდება,მათგან დაახლოებით 212–სადიაგნოზო  პროფილისაა,რომელთაგან თითქმის 45%-ს  უდასტურდება ტუბერკულოზის დიაგნოზი,25%-თან დგინდება სასუნთქი სისტემის არასპეციფიური პათოლოგია,21%თან  სხვა ორგანოთა სისტემის დაავადება,9%- კი ონკოლოგიური  პროფილის დაწესებულებებში მიიმართება.

სადიაგნოზო შემთხვევათა კვლევისას ფართოდ გამოიყენება თანამედროვე  მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური,ლაბორატორიული და ინსტრუმენტული  მეთოდები. მაგ. მიღებული  ბიოლოგიური მასალის (ნახველი,სისხლი,პლევრის სითხე,ბრონქო-ალვეოლური ლავაჟი,ბიოფტატი) მიკრობიოლოგიური,სეროლოგიური, გენეტიკური,ციტოლოგიური,ჰისტო-მორფოლოგიური და სხვა სახის კვლევის მეთოდები.

სასუნთქი სისტემის რადიოლოგიური კვლევები  მაღალტექნოლოგიურია და მოიცავს ციფრულ რენტგენოგრაფიას, 64-შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტირებით, ულტრასონოგრაფიას.

განყოფილების სამუშაო პროცესში ,როგორც სადიაგნოზო ,ასევე სამკურნალო შემთხვევების მართვისათვის ,ფართოდ გამოიყენება კვლევის ისეთი მეთოდი,როგორიცაა ფიბრობრონქოსკოპია.არსებული მეთოდი ღირებულია ბრონქული ხის არა მარტო ვიზუალური შეფასებისთვის,არამედ მიღებული  მასალის მიკრობიოლოგიური, ციტოლოგიური და ჰისტო-მორფოლოგიური  შესწავლისათვის. სამკურნალო მიზნით ფიბრობრონქოსკოპიული მეთოდის გამოყენებისას კი წარმოებს როგორც  ბრონქული ხის სანაციის პროცედურები,ასევე სათანადო ჩვენებისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პრეპარატების ენდობრონქული ინსტილაციებიც.

რუტინულ კვლევას წარმოადგენს ელექტროკარდიოგრაფია და კარდიოექოსკოპია რომელთა შედეგები ფასდება ექიმ- კარდიოლოგის მიერ და საჭირო შემთხვევებში ხდება პაციენტის მონიტორირება.

პაციენტთა ,როგორც სადიაგნოზო,ასევე სამკურნალო შემთხვევებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასუნთქი სისტემის რესპირაციული ფუნქციების შეფასებას.განსაკუთრებით კი ფონური დაავადებების თანაარსებობისას.გამოკვლევები ტარდება როგორც კომპიუტერული სპირომეტრიული მეთოდის გამოყენებით,ასევე ულტრათანამედროვე აპარატის -ბოდიპლეტიზმოგრაფის გამოყენებით,რაც იძლევა საშუალებას მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასუნთქი სისტემის ფუნქციური სტატუსის შესახებ.

კვლევის მეთოდთა არსენალშია დიაგნოსტიკური თორაკოსკოპია,ლაპარასკოპია, ე.წ. მცირე ქირურგიული მანიპულაციები- თორაკოცენტეზი,ლაპაროცენტეზიდა სხვ.აღნიშნულის საშუალებით შესაძლებელი ხდება ჩარევების შედეგად  მიღებული მასალების შემდგომი ლაბორატორიული და ჰისტომორფოლოგიური კვლევები.

განყოფილების თანამშრომლებს დიდი გამოცდილება აქვთ ასევე ტუბერკულოზისა და კომორბიდული დაავადებების მართვაშიც (აივ/შიდსი,ვირუსული და ტოქსიური ჰეპატიტები,ენდოკრინული და რევმატიული დაავადებები,ნევროლოგიური დარღვევები და ა.შ.)

გამომდინარე იქიდან ,რომ ტფდეც-ი წარმოადგენს წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო ბაზას,განყოფილება აქტიურ მონაწილეობას იღებს როგორც სტუდენტურ,ასევე დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამების განხორციელებაში.ექიმები ჩართული არიან აგრეთვე ცენტრის ბაზაზე მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში,მონაწილეობას იღებენ სართაშორისო კონგრესებსა  და უორქ-შოფებში ,რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ ინფორმირებულობას და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას.

 

ლალი კუპრეიშვილი

      19.09.2019 წ.