ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ საერთაშორისო კავშირისა (International Union Against Tuberculosis and Lung Diseases) და ორგანიზაცია „სასიცოცხლო სტრატეგიების“ (Vital Strategies) დაფინანსებით მიმდინარეობს STREAM სტადია 2 კლინიკური კვლევა, რომლის მიზანი არის დადგინდეს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო ხანმოკლე – ექვსი, ან ცხრა თვიანი რეჟიმების ეფექტურობა და უსაფრთხოება.

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს თბილისში პროექტის ფარგლებში ჩატარდა საქართველოში STREAM კვლევის საზოგადოების ჩართულობის გენერალური შეხვედრა 23 მონაწილეზე.

შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება STREAM კვლევასთან მიმართებაში და გასული წლის მიღწევებისა და დაბრკოლებების გაზიარება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტურ და წარმატებულ მიმდინარეობას.
შეხვედრაზე ესწრებოდნენ: STREAM საზოგადოების საბჭოს (CAB) კოორდინატორები, სპეციალიზირებული ტბ ქსელის და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.