ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ საერთაშორისო კავშირისა (International Union Against Tuberculosis and Lung Diseases) და ორგანიზაცია „სასიცოცხლო სტრატეგიების“ (Vital Strategies) დაფინანსებით მიმდინარეობს STREAM სტადია 2 კლინიკური კვლევა, რომლის მიზანი არის დადგინდეს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო ხანმოკლე – ექვსი, ან ცხრა თვიანი რეჟიმების ეფექტურობა და უსაფრთხოება.
 
2019 წლის 13 თებერვალს თბილისში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში საქართველოში STREAM კვლევის COMMUNITY ENGAGEMENT ქვეკონტარაქტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ადვოკაცია-კომუნიკაციის, საზოგადოების მობილიზაციისა და სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების საკითხებში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილისისა და ბათუმის STREAM საზოგადოების საბჭოს (CAB) კოორდინატორებმა, STREAM კვლევის ოფიცრებმა და კვლევის სხვა წარმომადგენლებმა.